ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მეგან მარკლის ვიზიტისა და კემბრიჯელი დიდებულების ირლანდიაში მოგზაურობის გარდა, კიდევ ერთი შემთხვევით აღმოჩნდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. საქმე დედოფალ ელიზაბეტს ეხება, რომელიც ბუკინგემის სასახლის ჭიშკართან უხერხულ ვითარებაში დააფიქსირეს.
როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, ჭიშკართან მიახლოებულ მანქანას, სავალი გზა გადაეკეტა და ირგვლივ არც არავინ აღმოჩნდა, ისეთი ვინც მის უდიდებულესობაზე იზრუნებდა.
სიტუაციიდან თავის დახსნა დედოფლის დაცვის წევრმა სცადა, თუმცა უშედეგოდ, დედოფალს ცოტა ხნით დაყოვნება მოუწია, სანამ სამეფო ოჯახის მომსახურე პერსონალი მას ყურადღებას მიაქცევდა.
"ასეთი რამ აქ 30 წლის განმავლობაში არ მომხადა,"- აღნიშნა Page Six-თან საუბარში ერთ-ერთმა თვითმხილველმა.