ბრედ პიტის ახალი მეგობარი გოგონა? მსახიობი უცხო ქალბატონთან ერთად Thundercat-ის კონცერტს დაესწრო

ბრედ პიტის ახალი მეგობარი გოგონა? მსახიობი უცხო ქალბატონთან ერთად Thundercat-ის კონცერტს დაესწრო

56 წლის ამერიკელი მსახიობი ბრედ პიტი ლოს ანჯელესში Thundercat-ის კონცერტს დაესწრო.

TMZ-ის გავრცელებული ინფორმაციით ვარსკვლავი საღამოზე უცნობ ქალბატონთან ერთად მივიდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, წყვილი მთელი საღამო ერთმანეთის გვერდით იყო.

ვისთან ერთად მივიდა მსახიობი ღონისძიებაზე ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუმცა არსებობს ფოტო, სადაც ბრედი მეგობარ გოგონასთან ერთადაა.