გსურთ ისეთი ადამიანი გახდეთ, ვისთანაც ყველას დროის გატარება ან ურთიერთობა ენდომება? ადამიანების უმეტესობას ეს სურს. თუმცა ამის თქმა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე გაკეთება. მიმზიდველობა თავისთავად არ მოდის. დიახ, თქვენ უნიკალური პიროვნება ხართ და მათ, ვინც კარგად გიცნობთ, ამის შესახებ, ალბათ, უკვე იციან. თუმცა იმისთვის, რომ უფრო მეტი ადამიანისთვის საინტერესო გახდეთ, სხვები თქვენს მოსმენაში უნდა დაარწმუნოთ.
ბევრი წაიკითხეთ
წიგნის კითხვა სრულყოფილების საინტერესო მეთოდია, რომელიც თქვენს ჰორიზონტებს გააფართოებს. ახალი წიგნის წაკითხვის წესი ჩვევად გქონდეთ. სხვადასხვა თემასა და პრობლემებზე წაიკითხეთ. ჰორიზონტის გაფართოებით ბევრად უფრო საინტერესო თანამოსაუბრე იქნებით.
ცნობისმოყვარეობა ადამიანის ბუნებრივი ემოციაა და მას ბევრი თრგუნავს. როცა თქვენში ცნობისმოყვარეობა გაიღვიძებს, ამის შესახებ იკითხეთ ან უყურეთ. უცნობ სამყაროში ჩაიძირეთ და თქვენთვის რაღაც ახალი გაიგეთ.
მოსმენა ისწავლეთ
ადამიანები ხშირად მოსმენაზე დიდ დროს არ ხარჯავენ. რატომ უნდა მოუსმინოთ? სიმართლე იმაშია, რომ ზოგიერთი ყველაზე საინტერესო ადამიანი, რომელსაც ოდესმე შეხვედრილხართ, იმდენს არ ლაპარაკობენ, რამდენსაც უსმენენ. აი, რატომ:
ის, ვინც ყურადღებით ისმენს, ბევრ საინტერესო ინფორმაციას იმახსოვრებს.
მათ წრეში მოსაწყენი ადამიანები არ არიან, რომლებიც საუბარში დომინირებენ.
ადამიანებს საკუთარ თავზე საუბარი უყვართ და როცა მათ ამის საშუალებას აძლევთ, მათ უფრო საინტერესოდ მიაჩნიხართ.
იყო კარგი მსმენელი საინტერესო ადამიანის ერთ-ერთი შესანიშნავი თვისებაა. დასვით კითხვები და პასუხებს გულწრფელად მოუსმინეთ, სხვა ადამიანთან საუბრის დროს ინტერესი გამოიჩინეთ.
რაღაც ახალი გაიგეთ
თუ თქვენს ცხოვრებაში უკვე დიდი ხანია არაფერი შეცვლლა, თუ ერთსა და იმავე რამეს აკეთებთ, ეს მოსაწყენია. ახალი ნივთების შესწავლა ახალ უნარს, ჰობს და გამოცდილებას შეგმატებთ. ეს დაგეხმარებათ, რომ უფრო საინტერესო გახდეთ!
თუ თქვენი უნარები არ იცვლება და არ ვითარდება, ამით ძალიან შეზღუდული ხდებით. ყოველთვე ახალი მიზანი დაისახეთ. ეს შეიძლება რაღაც მარტივი იყოს.
ისტორიები უფრო თავდაჯერებულად მოყევით
თქვენ შეიძლება ყველაზე მაგარი ცხოვრებისეული გამოცდილება გქონდეთ, მაგრამ თუ ერთფეროვან, უინტერესო ისტორიას ყვებით, ამით სხვებისთვის საინტერესო ვერ გახდებით. ამიტომ კარგი და დამაჯერებელი ისტორიების მოყოლა უნდა ისწავლოთ. ასე ყველაზე სტანდარტული ყოველდღიური ისტორიები მხიარული გახდება.
კონფლიქტის არსებობა აუდიტორიის ინტერესის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
ზოგიერთი საყოფაცხოვრებო დეტალი შეგიძლიათ გამოტოვოთ.
ისტორიის მოყოლა არ გადაამლაშოთ. კარგი ისტორია მხოლოდ სიმართლის შემცველი უნდა იყოს.
დარწმუნდით, რომ თქვენი ისტორიები ძალიან ჩახლართული არაა.
გამოთქმით, კარგი რიტმით და ინტონაციით ისაუბრეთ.
თქვენს ისტორიას სწორი დასრულება სჭირდება.
აუდიტორიის მიხედვით თქვენი ისტორია შეცვალეთ.
წარმატებული ხუმრობა შეარჩიეთ
ისტორიების მოყოლა უკვე ისწავლეთ, მაგრამ ასევე წარმატებით ხუმრობას შეძლებთ? ისტორია რამდენიმე ხუმრობის გარეშე საკმაოდ მშრალი იქნება. იუმორი ადამიანებს ხშირად ბევრად საინტერესოს ხდის.
კომედიურ შოუს უყურეთ, განსაკუთრებით სტენდაფებს.
გაარკვიეთ, როგორი ხუმრობა გამოგდით უფრო მეტად და თქვენს რეპერტუარს დაუმატეთ.
მიეცით საკუთარ თავს უფლება, იყოთ უცნაური
თითოეულს თავისი უცნაური მხარე აქვს. ამით ადამიანი უნიკალური ხდება. ადამიანი ხშირად ამ უცნაურობის სხვებისგან დამალვას ცდილობს. დათრგუნვა არა მხოლოდ საზიანოა, არამედ ხელს გიშლით, რომ საინტერესო იყოთ.
ზოგიერთი უცნაურობა თქვენ საინტერესო ადამიანად გაგხდით:
სხვებს თქვენი ფიქრები, გრძნობები და სიმპათიები გაუზიარეთ, რომლებიც უნიკალურია;
იმ ადამიანების განსჯას მოეშვით, რომლებიც თავიანთი უცნაურობის დემონსტრირებას ახდენენ;
ახალი რამ სცადეთ, რაც ადრე გაშინებდათ;
გახსოვდეთ, რომ ადამიანი, როგორიც ახლა ხართ, თავისებურად ღირებული და უნიკალურია, ამიტომ არ შეცვალოთ საკუთარი თავი იმისთვის, რომ საინტერესო იყოთ! ამის ნაცვლად თვითსრულყოფილებისკენ ისწრაფეთ და ინტერესი ბუნებრივი გზით მოვა.