შეყვარებული მანდილოსანი მუდმივად თავის მამაკაცზე ფიქრობს. წარმოიდგენს შეხვედრას, გეგმავს პაემანს, რას ეტყვის, რას ჩაიცვამს, სად წავლენ, როგორ მოიქცევა და ა.შ.
ქალს ყოველთვის სურს, რომ მამაკაცმა მუდმივად მასზე იფიქროს. ამის მისაღწევად კი ყველა საშუალებას იყენებს. თუმცა, არსებობს რამდენიმე საიდუმლო ხერხი, რომლის გამოყენებითაც მამაკაცს აიძულებთ, მხოლოდ თქვენზე იფიქროს:
მოაჩვენეთ თავი "მიუწვდომლად" - ის უნდა ეძებდეს თქვენთან შეხვედრის მიზეზს, ნერვიულობდეს და განიცდიდეს თქვენ გამო. თქვენი ქცევითა და სიტყვებით უნდა დაუმტკიცოთ, რომ ის ქალი ხართ, რომლის ყურადღების მისაქცევად უნდა
იბრძოლოს. მოაჩვენეთ, რომ ძალიან დაკავებული ხართ და მასთან შესახედრად გადადეთ ყველა მნიშვნელოვანი და საჩქარო საქმე. მიეცით მამაკაცს მიზეზი, რომ თქვენთან შეხვედრა, თქვენი ნახვა მოუნდეს. თუ ასე მოიქცევით, ის თავს გამარჯვებულად იგრძნოს, რომელმაც ჯილდოდ თქვენი თავი მიიღო და ჯადოსნურად მოგეწებებათ.
თქვენი საყვარელი მამაკაცი უნდა დარწმუნდეს, რომ თქვენი ცხოვრება საინტერესო და დატვირთულია. - არ უნდა აგრძნობინოთ, რომ მთელი დღე მის ზარს ელოდებით, ყოველ წუთს მასზე ფიქრობთ. მამაკაცი მალევე დაკარგავს ინტერესს იმ ქალის მიმართ, რომელსაც მის მეტი ცხოვრებაში არაფერი აინტერესებს. უნდა მიახვედროთ, რომ დაკავებული, ყველასთვის მიუწვდომელი პერსონა ხართ და მხოლოდ მას გაუღიმა ბედმა, რათა თქვენთან შეხვედრის ბედნიერება ხვდა წილად. იცოდეს, რომ მის გარეშე თავს მოწყენილად არ გრძნობთ, - გაქვთ საყვარელი საქმე, გყავთ მეგობრები და რაც მთავარია, გყავთ თავყვანისმცემლების მთელი არმია.
შეეცადეთ, მამაკაცისთვის მუდამ ინტერესის სფეროს წარმოადგენდეთ. - იყავით ხალისიანი, ეფლირტავეთ, გაეკეკლუცეთ. მამაკაცი მუდამ დაინტრიგებული უნდა გყავდეთ, რომ თქვენ მიმართ ინტერესი არ დაკარგოს. რამდენიმეწლიანი ურთიერთობაც რომ გაკავშირებდეთ, მუდამ შეიტანეთ სიახლე თქვენს ურთიერთობაში, მუდამ გქონდეთ რომანტიკულობის განცდა და მუდამ გაეპრანჭეთ მას.
მისი უმნიშვნელო საქციელიც კი შეაქეთ. - დაგირეკათ, მცირე საჩუქარი მომოგართვათ? - შეაქეთ. აგრეთვე, შეაქეთ, მეგობრების, ნათესავების წრეში ლამაზად წარმოთქმული სადღეგრძელოს, ქცევის, მოქცევის გამო. თქვენი ამგვარი საქციელი აგრძნობინებს მას, რომ იგი თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანია და თქვენ აღფრთოვანებული ხართ თქვენი ყურადღებიანი, ჭკვიანი, მზრუნველი მამაკაცით.
დღის განმავლობაში შეახსენეთ თავი. - სასიყვარულო შეტყობინებებით, რომანტიკული ბარათებით, ჰაეროვანი კოცნებით, და რა თქმა უნდა იმ ნივთებით, რომლებიც "შემთხვევით დაგრჩათ" მასთან სახლში.
აეჭვიანეთ. - მაგრამ არ გადაამეტოთ. ვითომ "შემთხვევით წამოგცდათ", რომ თქვენს ცხოვრებაში ახალი თაყვანისმცემელი გამოჩნდა, რომელიც ჭკუას კარგავს თქვენზე. ეს მიახვედრებს, რომ თქვენ მისი საკუთრება არ ხართ და ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაგკარგოთ. მესაკუთრე მამაკაცის გული კი ამ ზეწოლას ვერ გაუძლებს და ყველა ღონეს იხმარს, რომ თქვენთვის ისევ ერთადერთი და განუმეორებელი გახდეს.