სასექსის ჰერცოგინია მეგანმა 8 მარტს ლონდონის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები გააკვირვა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მარკლი სკოლაში სარვამარტო ღონისძიებას დაესწრო, თუმცა ბავშვებმა დაგეგმილი ვიზიტის შესახებ არაფერი იცოდნენ. როგორც გაირკვა, არც ჰერცოგინის უთხრეს, რომ მისი ვიზიტი ბავშვებისთვის მოულოდნელი იქნებოდა. სკოლაში სიტყვით გამოსვლისას მარკლმა ქალების უფლებების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა.
ეს ერთ-ერთი უკანასკნელი ღონისძიება იყო, რომელშიც მეგანმა მონაწილეობა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრის რანგში მიიღო მონაწილეობა. ის და მისი ქმარი, პრინცი ჰარი ამ სტატუსს 31 მარტს დათმობენ.