სოციალურ ქსელ Instagram-ზე პოპულარული ძაღლი მარნი მოკვდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ძაღლი 18 წლის იყო.
„ბოლო დღეების განმავლობაში ის თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა და მდგომარეობის გაუმჯობესების იმედი არ იყო. მან მანიშნა, რომ მისთვის ეს უკვე საკმარისია“, - დაწერა ძაღლის პატრონმა შირლი ბრაჰამ Instagram-ზე.
მარნიმ პოპულარობა უჩვეულო გარეგნობით, კერძოდ კი გადმოგდებული ენით მოიპოვა. Instagram-ზე მას 1.8 გამომწერი ჰყავდა.