როგორც იცით, 34 წლის მომღერალი კეტი ფერი და 42 წლის მსახიობი ორლანდო ბლუმი ერთმანეთს 2016 წლიდან ხვდებიან. თავდაპირველად, წყვილის ქორწილი 2019 წლის დეკემბერში იყო დაგეგმილი, თუმცა ოფიციალურ განცხადებას კეტი და ორლანდო არ ავრცელებდნენ.
წყვილი გასულ წელს, ვალენტინობის დღეს დაინიშნნენ. ამჯერად ისინი პირველ შვილს ელოდებიან. მომღერალმა სიახლე გუშინ, ახალი ვიდეო კლიპის საშუალებით გაავრცელა.
რამდენიმე საათის წინ კი გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ კეტი და ორლანდო ივნისში, იაპონიაში დაგეგმილ ქორწილს გადაიტანენ. მიზეზი კორონავირუსის გავრცელების საშიშროებაა.