რამდენიმე დღის წინ, ბენ აფლეკი ყოფილ მეუღლესთან - ჯენიფერ გარნერთან ერთად დააფიქსირეს, როცა ისინი საერთო შვილთან ერთად გამოჩნდნენ. პაპარაცების მიერ გადაღებულ კადრებში, წყვილის ემოციური საუბარი ჩანს, რამაც მათ გულშემატკივარს იმედი გაუჩინა, რომ შესაძლოა ისინი შერიგდნენ.
თუმცაღა, 47 წლის ბენს სხვა გეგმები აქვს, რადგან ის 31 წლის მსახიობთან - ანა დე არმასთან ერთად კუბაში დააფიქსირეს.
როგორც ჩანს, მსახიობები "Deep Water"-ის გადაღებების შემდეგ, დამეგობრდნენ ან სულაც რომანი აქვთ, რასაც სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ.