იტალიაში, სოფელ სეტეკანის მცხოვრებლების სახლებში ონკანიდან წყლის ნაცვლად წითელი ფერის სითხე ხილის არომატით წამოვიდა. ამის შესახებ გამოცემა The Local-ი წერს.
არსებული ინფორმაციით, ადგილობრივ ღვინის ქარხანაში ტექნიკურ გაუმართობას ჰქონდა ადგილი, რის გამოც შამპანური აკვედუკის მილებში მოხვდა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაამშვიდა მოსახლეობა და აღნიშნა, რომ ონკანიდან წამოსული შამპანური მათ ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებდა.