„ქართველი ბოლშევიკებიც არ იყვნენ ბოლომდე დაცლილნი ეროვნულობისგან - მარადიული მეამბოხენი ვიყავით საბჭოთა იმპერიაში“

„ქართველი ბოლშევიკებიც არ იყვნენ ბოლომდე დაცლილნი ეროვნულობისგან - მარადიული მეამბოხენი ვიყავით საბჭოთა იმპერიაში“

„25 თებერვალს მე ვიგრძენი, თუ როგორ შემოვიდა ტანში მჭრელი მახვილი, რომელიც მას აქეთ დღითი დღე უფრო ღრმად მერჭობა. გაფითრებული ვარ და ტანში მუდმივი ჟრჟოლა მივლის. ეხლა სატევრის წვერი ზედ გულზე მაქვს დაბჯენილი და ვგრძნობ, ოდნავ რომ შევინძრე, ჩამესობა და ისე გამათავებს, რომ გმინვის ამოღებასაც ვეღარ მოვასწრებ“, – მიხეილ ჯავახიშვილის ამ სიტყვებით გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 99-ე წლისთავს.

ამერიკის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ოკუპაციის დაწყებიდან 99 წლის შემდეგ აშშ საქართველოს გვერდით დგას მძიმე ბრძოლით მოპოვებული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

ტრადიციულად 1986-87 წლიდან სამგლოვიაროდ აღინიშნება 25 თებერვალი. მას შემდეგ, რაც ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა გაძლიერდა, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და სხვები ცდილობდნენ, ეს თარიღი არ მისცემოდა დავიწყებას და ეს დღე ყოველთვის ანტისაბჭოთა საპროტესტო აქციებით გამოიხატებოდა. დღესაც, დამოუკიდებელ საქართველოში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორტიების ნაწილი კვლავაც ოკუპირებულია და 25 თებერვლის განცდა ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას კვლავაც მოჰყვება.

For.ge-მ 25 თებერვლის, ამ ყველაზე მძიმე ისტორიული თარიღის შეფასება სთხოვა სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორს, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს ზურაბ პაპასქირს.

25 თებერვალი ქართველებისთვის ტრაგიკული თარიღია. მას შემდეგ, რაც მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა თბილისი, საქართველო საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოექცა, რამაც 70 წელი გასტანა. თბილისის დამცველების თავდადების მიუხედავად, რა შეცდომები დაუშვა მაშინდელმა მთავრობამ და გენერალიტეტმა? იყო თუ არა უკანდახევა გენერალ კვინიტაძის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რასაც გენერალი მაზნიაშვილი არ იზიარებდა?

- მე მაინც ვთვლი, რომ ეს იყო უთანასწორო ბრძოლა. იმ დროს ისეთი გეოპოლიტიკური სიტუაცია შეიქმნა კავკასიის რეგიონში, ათი კვინიტაძე, ან ვინც არ უნდა ყოფილიყო, ჩვენ მაინც განწირულნი ვიყავით, რადგან წითელმა არმიამ დაიკავა აზერბაიჯანი, სომხეთი. მას შემდეგ, რაც რუსეთის ბოლშევიკურმა რეჟიმმა დაასრულა „ძლევამოსილად“ სამოქალაქო ომი, მან უკვე მოიცალა საქართველოსთვის. ოღონდ ეს ერთბაშად არ მომხდარა, 1920 წლის გაზაფხულზე, როდესაც რუსულმა წითელმა არმიამ აზერბაიჯანი დაიკავა, იყო მცდელობა საქართველოში შემოჭრისა. მაგრამ იმ ეტაპზე, პოლონეთის მიმართულებით შექმნილი პრობლემების გამო, კრემლი იძულებული გახდა თავი შეეკავებინა საქართველოზე შეტევისაგან და მოლაპარაკებებზე წასულიყო. ასე დაიდო ცნობილი 7 მაისის ხელშეკრულება. საბჭოთა რუსეთმა აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა მასთან. თითქოს კრიზისი გადაილახა, მაგრამ, როდესაც 1920 წ. შემოდგომაზე წითელმა არმიამ სომხეთი დაიკავა, უკვე საქართველოს ჯერიც დადგა. ქვეყანა უკიდურესად არახელსაყრელ ვითარებაში აღმოჩნდა. მიუხედავად ქართული ჯარის თავგანწირული წინააღმდეგობისა (გავიხსენოთ თუნდაც იუნკერების თავდადება), წითელი ურდოების შეჩერება შეუძლებელი გახდა. დღეს ბევრს ლაპარაკობენ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებისა და სამხედრო სარდლობის ცალკეულ, ძირითადად ტაქტიკურ შეცდომებზე, მაგრამ ეს არაა პრინციპული. მთავარია, რომ იმ დროს საქართველო ყველასაგან მიტოვებული აღმოჩნდა. გერმანია, რომელიც საქართველოს მოკავშირე იყო 1918 წელს, მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ მიწასთან იყო გასწორებული. დიდი ბრიტანეთი, რომელსაც იმ პერიოდში გარკვეული გავლენა ჰქონდა კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, ფაქტობრივად გაურიგდა ბოლშევიკურ რუსეთს; მეზობელი თურქეთიც (მან, როგორც ცნობილია, 1918 წლიდან არაერთი პრობლემა შეგვიქმნა), ასევე, რუსულ თამაშს თამაშობდა. ასეთ ვითარებაში საქართველო ვერაფრით ვერ მოახერხებდა რუსული ურდოების შეჩერებას და, შეიძლება ითქვას, ამ უთანასწორო ბრძოლის ბედი წინასწარვე გადაწყვეტილი მოჩანდა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საერთოდ არ უნდა გვებრძოლა და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე კაპიტულაცია გამოგვეცხადებინა.

ბევრი კითხვა გაჩნდა ნოე ჟორდანიას მთავრობის მიმართაც, თუმცა ჟორდანია ამბობდა, რომ მას არ სურდა თბილისის დატოვება, უბრალოდ, იგი დაარწმუნეს, დროულად გასცლოდა თბილისს.

- მე მიმაჩნია, რომ ნოე ჟორდანიას ხელისუფლებამ რაც შეძლო, გააკეთა, თავს ზევით ძალა არ იყო. სხვა საკითხია, ხალხი როგორ ხვდებოდა ამას. მოგეხსენებათ, იმ დროს საქართველო იყო სუვერენული სახელმწიფო – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომლის ხელისუფლებას სათავეში სოციალისტები (საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია – ერთ დროს რუსეთის მუშათა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ე.წ. „მენშევიკური“ ნაწილი) ედგნენ. ერთი შეხედვით, მას უპირისპირდებოდა ასევე სოციალისტური ძალა – საქართველოს კომუნისტური პარტია (რუსეთის მუშათა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ე.წ. „ბოლშევიკური“ ნაწილი). ანუ გარეგნულად ისე ჩანდა, რომ სოციალისტთა ერთ გუნდს ცვლიდა სოციალისტთა მეორე გუნდი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ადგილს იკავებდა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა – ასევე სუვერენული სახელმწიფო. ხალხი ამან ერთგვარად შეცდომაში შეიყვანა და ფართო მასებს, როგორც ჩანს, ხელისუფლების შეცვლა ეროვნულ ტრაგედიად არ აღუქვამს. რეალურად კი, როგორც აღმოჩნდა, ბოლშევიკურმა რეჟიმმა მოახდინა ქართული ეროვნული სახელმწიფოს ლიკვიდაცია და ის უშუალოდ ლენინის მიერ შექმნილი ახალი იმპერიული სტრუქტურის – ამიერკავკასიის ფედერაციის სუბიექტად აქცია.

სტალინის როლის შესახებ ჩვენს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა, რომ მას ქართველებისთვის ორმაგი სახე ჰქონდა- დადებითიც და უარყოფითიც.

- ქართველებისთვის დადებითი სტალინს არასდროს არაფერი გაუკეთებია. საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე სტალინი ყველაზე დიდი მოღალატე გახლდათ. ის იყო ქართული სახელმწიფოს მესაფლავე, ასე ვთქვათ „მთავარი რეჟისორი“ საქართველოს დაპყრობისა. თვითონ ლენინიც კი იკავებდა ასეთი მკვეთრი ნაბიჯებისგან თავს საქართველოს მიმართულებით. ახლა მიღებულია სიტყვა „ლობისტი“. სტალინი იყო მთავარი ლობისტი საქართველოს დაპყრობის, კავკასიის დაპყრობის. მისი მარჯვენა ხელი იყო სერგო ორჯონიკიძე. ესენი წყვეტდნენ მაშინ ამიერკავკასიის საკითხებს რუსეთის ხელისუფლებაში. სტალინი, როგორც ეროვნებათა საქმეთა სახალხო კომისარი იყო (ანუ თანამედროვე გაგებით – რუსეთის რეგიონების/ხალხების მინისტრი), მოგვიანებით იგი რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის – რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს – კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკებისა) ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი, რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის წამყვანი ფიგურა იყო. ის იმთავითვე იბრძოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ. სწორედ იგი იყო ოსების სეპარატისტული გამოსვლების მთავარი სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი. სტალინი აგულიანებდა აფხაზებსაც 1918-ში და მოგვიანებითაც. სტალინი იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტერი. ეს მან შეიმუშავა ე.წ. „ავტონომიზაციის“ პროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველო რუსეთის ფედერაციაში უშუალოდ ავტონომიური რესპუბლიკის სახით კი არ უნდა შესულიყო, არამედ მხოლოდ ერთიანი ამიერკავკასიის ფედერაციის შემადგენლობაში. სტალინის აი ამ იმპერიულ ფორმულას დაუპირისპირდნენ ქართველი ბოლშევიკები და ჩაშალეს კიდეც მისი განხორციელება.

მათ შორისაა ბუდუ მდივანიც, რომელიც ამბობდა, რომ ასაკუწი იყო, წითელ არმიას საქართველოში შემოჭრისთვის რომ დაეხმარა.

ბუდუ მდივანი ცნობილი მოღვაწე იყო, ანტონ ანტონოვ-ოვსეენკოს (რუსი ისტორიკოსი და მწერალი – 30-იან წლებში რუსული გულაგის პატიმარი) მოჰყავს ბუდუ მდივანის ფრაზა, მე არათუ დასახვრეტი ვარ, არამედ უფრო მეტიც, ნაკუწ-ნაკუწ უნდა ამკუწონ (რუსულად – четвертовать), , რადგან ეს მე შემოვიყვანე რუსის ჯარი და მე დავეხმარე სტალინს საქართველოს დაპყრობაშიო.

ბერიაც ქართველთმოძულე იყო, როგორც სტალინი? ამაზეც აზრთა სხვადასხვაობაა.

- ეგ ცალკე თემაა. ბერია მაინც საქართველოს ლიდერი იყო, სტალინი არასდროს არ ყოფილა საქართველოს ლიდერი. ბერიას მოღვაწეობაში არის ძალიან ბევრი ისეთი მხარე, როცა ის ზრუნავს საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე. სტალინისთვის კი საქართველო არასდროს ყოფილა სახელმწიფო, ეს განასხვავებს ამ ორ ადამიანს. სტალინი საქართველოს უყურებდა, როგორც ავტონომიას. სტალინის პროექტი ავტონომიზაციის შესახებ, მართალია, დე იურედ ჩავარდა, მაგრამ რეალურად სტალინმა ეს გეგმა დე ფაქტოდ მაინც განახორციელა და დიდი ფედერაციის სუბიექტი გახდა საქართველო.

სტალინის მოღვაწეობამ საქართველოს რეპრესიები და სისხლი მოუტანა, მაგრამ რა იყო მისი უპრეცედენტო სიძულვილის მიზეზი ქართველთა მიმართ? ის, რომ მის კარიერას უნდა შესწირვოდა ქართველთა საუკეთესო ნაწილი, თუ ის, რომ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ნაძალადევში, პლეხანოვის სახელობის მუშათა სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ქართველმა მუშებმა მას შეურაცხყოფა მიაყენეს?

- დაახლოებით 1921-დან 1934 წლამდე, როგორც ჩანს, სტალინს საქართველოს გაგონებაც არ უნდოდა, ყველაფერს აკეთებდა საქართველოს დასასუსტებლად. ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიაც მთლიანად სტალინის „საჩუქარია“ საქართველოსთვის. აფხაზეთშიც თავისი კაცი ჰყავდა, რომელიც თბილისს ნაკლებად ემორჩილებოდა, ეს იყო ნესტორ ლაკობა. თუმცა დაახლოებით 1934 წლიდან (როცა ოპოზიციის ერთ ნაწილს იგი გაუსწორდა) მას, როგორც ჩანს, დასჭირდა თავისი „ისტორიული სამშობლოს“ წინ წამოწევა. 1934 წელს ჩატარებული საბჭოთა კავშირის მწერალთა I ყრილობა ერთგვარი გარდატეხის პერიოდი იყო. სტალინმა ამ ყრილობაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელ მალაქია ტოროშელიძეს ძალიან ვრცელი მოხსენება გააკეთებინა ქართული ლიტერატურის, ქართული კულტურის შესახებ. სხვათა შორის, ილია ჭავჭავაძის რეაბილიტაციაც სწორედ იმ დროიდან იწყება.

ტაო-კლარჯეთის დაბრუნება სტალინს მართლაც სურდა, მაგრამ საქართველოსთვის, თუ, მთლიანად, საბჭოთა რუსეთისთვის?

- ეს უკვე საერთო გეოპოლიტიკური სიტუაციის კონტექსტი იყო. 1945 წელს ამერიკამ ატომური იარაღი გამოიყენა, რამაც მოსკოვს, კონკრეტულად კი სტალინს აგრესიულ, ამბიციურ ზრახვებზე უარი ათქმევინა. მართალია, მოგვიანებით სტალინმაც შექმნა ატომური ბომბი, მაგრამ მისი მხრიდან თურქეთის დასჯის მომენტი უკვე ჩავლილი იყო.

მთლიანობაში, თქვენთვის აუხსნელია, რატომ სძულდა სტალინს საქართველო?

- არ არის ეს ფაქტი აუხსნელი. აქ სტალინის კარიერული მომენტიც შეიძლება იყოს, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ ეს იყო მისი ავადმყოფური ფანატიზმი, სტალინი იყო ფანატიკოსი, მას მართლაც ეგონა, კომუნისტურ სამოთხეს აშენებდა და თავისი სამშობლო არ უნდოდა ამ სამოთხის გარეთ – მენშევიკების „ჯოჯოხეთში“ დარჩენილიყო. ორჯონიკიძე მაინც იმ დონის პიროვნება არ ყოფილა (ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სტალინი კომუნისტური იდეოლოგიის აღიარებული თეორეტიკოსი გახლდათ). იმ პერიოდში ისინი ლენინის გავლენის ქვეშ იყვნენ. ლენინი გამოდიოდა მსოფლიოს რევოლუციის ლოზუნგით, რომელიც უტოპია გამოდგა – მსოფლიო დალაგდა არავითარი სოციალისტური რევოლუცია არ მოხდა, ლენინს კი შერჩა დაშლილ-დანაწევრებული რუსეთის იმპერია, რომელიც სტალინმა ხელახლა აღადგინა და შეკრა.

რაც შეეხება ფილიპე მახარაძეს, მის შესახებაც აზრთა სხვადასხვაობაა, ისიც ე.წ. „საქართველოს პატრიოტი“ ბოლშევიკი იყო?

- ფილიპე მახარაძეც საქართველოს სსრ სუვერენიტეტის მხარეს დადგა და სტალინს დაუპირისპირდა. ბუდუ მდივანი, ფილიპე მახარაძე, მიხეილ ოკუჯავა ე.წ. ნაციონალ-უკლონისტები გახლდნენ. ეს იყო დიდი ჯანყი რუსეთის კომუნისტურ პარტიაში. საქართველოს კომუნისტური პარტია, ფაქტობრივად, რუსეთის კომუნისტური პარტიის ნაწილი იყო. ქართველი კომუნისტი ლიდერები რუსეთის – ოფიციალურად „მეზობელი ქვეყნის“ – უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს რკპ/ბ ცენტრალური კომიტეტის წევრები იყვნენ. სტალინი კი უშუალოდ პოლიტბიუროში შედიოდა. აქაური ლიდერები დაუპირისპირდნენ სტალინს და ორჯონიკიძეს, რადგან არ უნდოდათ საქართველოს სუვერენიტეტის (თუნდაც გარეგნული) დათმობა.

ამისთვის დასაჯეს კიდეც ბუდუ მდივანი და არა მარტო იგი.

ეს იყო დიდი ხნის შემდეგ შურისძიება ბუდუ მდივანზე. მანამდე კი, 1922 წლის შემოდგომაზე გაუგონარი ამბავი მოხდა. როდესაც ორჯონიკიძემ – ამიერკავკასიის კომუნისტების ოფიციალურმა ხელმძღვანელმა – საქართველოს პირველი მდივნის თანამდებობიდან მიხეილ ოკუჯავა გადააყენა, პროტესტის ნიშნად საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მთელი შემადგენლობა უბრალოდ გადადგა. ეს იყო დიდი სკანდალი – უპრეცედენტო დაუმორჩილებლობა რუსეთის კომპარტიისა და რუსეთის ხელისუფლებისადმი ქართველი კომუნისტური ელიტის მხრიდან. ასეთი დემარში კომუნისტური პარტიის ისტორიას არ ახსოვს. ასე რომ, ქართველი ბოლშევიკებიც არ იყვნენ ბოლომდე დაცლილნი ეროვნულობისგან. 1924 წლის აჯანყებაც ჩვენთან მოხდა, 1956 წელსაც პროტესტი გამოვხატეთ, 1978 წელს ქართული ენის დაცვა მოვითხოვეთ, ჩვენ ყოველთვის დიდი მეამბოხენი ვიყავით.

ჩვენ ბალტიის რესუბლიკებზე მეტად ვებრძოდით რუსეთს და ამიტომაც ვისჯებოდით.

- ბალტიის რესპუბლიკებს იმდენს ვერ უბედავდა სსრ კავშირის უმაღლესი ხელისუფლება. ეს ქვეყნები – ლიტვა, ლატვია, ესტონეთი – სტალინმა ევროპის თვალწინ, ჰიტლერთან გარიგებით დაიპყრო და ეს გარკვეულ უხერხულობას უქმნიდა მოსკოვს. დასავლეთი ყოველთვის აღიარებდა ბალტიის რესპუბლიკების განსაკუთრებულ სტატუსს და მათი ყოფნა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოველთვის დროებით მოვლენად მიაჩნდათ. საქართველოს კი ასეთი მხარდაჭერა არასდროს ჰქონია.

მოღალატური ბუნების ქართველები რომ არ შემოძღოლოდნენ რუსებს, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი მაინც დაიპყრობდა საქართველოს. მაგრამ, გაცილებით მეტი წინააღმდეგობა შეხვდებოდა?

- რასაკვირველია, მაინც დაიპყრობდა, მაგრამ ეს ჩვენი ტრაგედიაა, რომ სტალინი და სხვა ქართველები იყვნენ ამის შემსრულებელნი. მე ამას დავარქვი დიდი ქართული ღალატი. 3 ათასი წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი მოღალატე გვყოლია, მაგრამ ასე დოკუმენტურად დადასტურებული ღალატი, როდესაც პირდაპირ დაამხეს ქართული სახელმწიფო, ასეთი პერსონაჟი ისტორიაში მეორე არ გვყავს.

სხვათა შორის, შუა საუკუნეებში ჩვენ გვყავდა მეფეები, რომლებიც იმპერიის მიერ იყვნენ ხელდასხმული და ოფიციალურად მეფის ტიტულსაც არ ატარებდნენ, მაგრამ თავიანთ ოფიციალურ დოკუმენტებში „მეფეთ-მეფის“ ტიტულით მოხსენიებას არ ერიდებოდნენ (ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ირანის შაჰების მიერ XVII საუკუნეში ქართლში დანიშნული „ვალების“ – გამაჰმადიანებული როსტომ ხანისა და შაჰნავაზის/ვახტანგ V – ტიტულატურა). მე იმის თქმა მინდა რომ ჩვენ სახელმწიფოებრიობის ყველაზე დიდი ტრადიციის და შესაბამისად, მყარი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თვითშეგნების მატარებელი ერი ვართ. ამიტომაც ვუქმნიდით მოსკოვს პრობლემებს – მარადიული მეამბოხენი ვიყავით საბჭოთა იმპერიაში...

Goliaff ქართველებს კი არ დაუდგათ უმძიმესი დრო 1921 წელს, გაზულუქებულ კაპიტალისტებს რომელთაც არც სამშობლო აქვთ და არც ეროვნება, კომპრადორულ ძალას რომლისთვის მხოლოდ ერთია მნიშვნელოვანი - მოგება, მათი ღმერთი მამონაა. ირონიულია როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები სხვა კვეყნების ოკუპაციის წინააღმდეგ რომ იბრძვის, თვითონ ოკუპირებული აქვს ტერიტორიები რომლებიც ინდიელებს ეკუთვნოდა, ხოლო ძირძველი მოსახლეობამ გენოციდი განიცადა და უვარგის ადგილებში იძულებით გაირიყა ეგრეთწოდებულ რეზერვაციებში. ოკუპირებული დღეს ნამდვილად არის აფხაზეთი, სამაჩაბლო ისეთივე იმპერიალისტი ქვეყნის მიერ როგორიც აშშა, ამასთან ერთად ჩვენი ეგრეთწოდებული ისთებლიშმენტის გონებაც არის ოკუპირებული ლიბერტარიანული ფსევდო იდეოლოგიით.
4 წლის უკან
DDDzia ეს არის ქართველი მენშევიკების გაპრავების მცდელობა.
როგორც ბოლო ხანებში გამოქვეყნებული სტატიების ანალიზი გვაჩვენებს, ლიბერასტულ ძალებს ძალიან უნდათ ჩვენი ისტორიიდან 70 წლის ამოშანთვა.
კაი, ლიბერასტების გასაგებია, მაგრამ ამ ისტორიის მასწავლებელი რაღამ გაატუტუცა?
თუ გონია, რომ ისტორია მარტო მაგან იცის და დანარჩენებს წიგნი არ გადაუშლიათ არასდროს?
რაც მოხდა 1921-ში პირდაპირ არიან ჟორდანია და მისი ბანდა დამნაშავენი.
პირდაპირ.
მისი ბანდიტები მერე ჰიტლერის არმიაში აღმოჩნდნენ და თავის ხალხს ეომებოდნენ.
ისინი გმირები არიან და აქ ვინც იყო, ისინი მოღალატეები?
ისე, ეს თუ მართლა ასე ფიქრობს, როგორც ახლა ლაპარაკობს, მაშინ სერიოზული პრობლემა ქონია.
4 წლის უკან
Katana . დიდი ხანია, პრინციპულად არ ვკითხულობ ამ პროფესორის "ნააზრევს". DDDzia-ს კომენტარმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სწორად ვიქცევი.
4 წლის უკან
Katana . თავდაპირველი ჩანაფიქრით, მენშევიკური მთავრობა საქართველოს დატოვებას კი არ აპირებდა, დედაქალაქს გაეცალა მხოლოდ.
მატარებლის კუპეში მყოფმა ნოე ჟორდანიამ დაიბარა: ძალიან დაღლილი ვარ, ცოტას წავუძინებ და გორში გამაღვიძეთო.
გაჩრდა მატარებელი გორში.
არ გაეღვიძა.
იორჭოფეს, ითრიეს ფეხი, მაგრამ ვერ გაუბედეს გაღვიძება და გააგრძელა გზა მატარებელმა...
როცა საბოლოოდ გაჩერდა, ბათუმში იყვნენ.
რაღაი აქა ვართ, ბარემ გავეცალოთ ამ კაციჭამიებს, - ხელად დალაგდება სიტუაცია და დავბრუნდებითო...
2 კვირა ჩემოდნებს არ ხსნიდნენ პარიზში: დღე-დღეზე ხომ უნდა გავბრუნდეთ და რა აზრი აქვსო!..
რატომ ეგონათ, რომ მათ სასარგებლოდ "დალაგდებოდა" რამე?
რაზე შეატყვეს მსოფლიოს, რომ ბოლშევიკებს გარეკავდნენ საქართველოდან და მენშევიკურ მთავრობას ციმციმ ჩააბრძანებდნენ?
ერთადერთი მიზეზი არსებობდა ამგვარი ილუზიებისათვის - ზერელე, ჩიტირეკიული დამოკიდებულება გარესამყაროს მიმართ და ამ სამყაროში საკუთარი ადგილის ვერ გააზრება.
4 წლის უკან
DDDzia ერთი მნიშვნელოვანი საკითხია წინ წამოსაწევი - ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ვის აწყობს და მოსწონს?
იმათ, ვინც ხალხის ქონება დაიტაცეს და ახლა განცხრომაში ცხოვრობენ. ასეთი 2-3%-ია მთელი მოსახლეობის. დანარჩენები წელებზე ფეხებს იდგავენ, რომ შიმშილით არ დაიხოცონ.
აი ეს 2-3%ია პრესისა და ტელევიზიის მფლობელები, საიდანაც ნიაღვრად მოდის მათთვის მისაღები პროპაგანდა კომუნისტების შესახებ და მხოლოდ მათი შავი საქმეების , გამოგონილის თუ მართლის დღე და ღამ ტრიალი. არ ამბობენ ამ შავის საქმეების მიზეზებს - მტავარია, რომ ის არის. დანარჩენებისთვის ხელოვნურად წევენ განათლების დონის ზღვარს, რომ მათ ვეღარ გაიგონ რა მართალი და რა ტყუილი და ეს დანარჩენი 97%-ი წლების შემდეგ იჯერებს ყოველივე ამას. მათ არ ეუბნებიან, რა და რამდენი იყო კარგი მაშინ, კომუნისტების დროს, რომ არ დაიბნენ და ეჭვი არ შეიტანოს ნათქვამში.

რეალურად კი სიტუაცია მაშნ, რევოლუციის შემდეგ ამაზე უფრო ამაზრზენი იყო. რუსეთში ტებერვლის რევოლუცია, რომელმაც მეფე ჩამოაგდო, მოაწყეს მაშინდელმა ახალმა კლასმა-ბურჟუაზიამ და მათთან მიტმასნებულმა თავად-აზნაურებმა (მინისტრებმა, გუბერნატორებმა და ა.შ>). რეალურად რევოლუციის ძირითადი ძალა - ხალხი, რომელსაც ყელში ამოუვიდა ომი, შიმშილი, და ათასი სხვა უბედურება, არაფერს არ იგებდა. დროებითი მტავრობის გადაწუვეტილებით რუსეთმა უარი თქვა ომიდან გამოსვლაზე - ანუ, ხალხი ისევ უნდა დაღუპულიყო-შიმშილით, ავადმყოფიბით, ტყვიით და არაფერი არ შეიცვლებოდა. მეფის მთავრობის მინისტრები მშვიდად დარჩნენ ტავისივე კაბინეტებში და როგორი იდიოტებიც იყვნენ, ისეთებადვე დარჩნენ.
ამ კლასის წარმომადგენლები იყვნენ ჟორდანიაც და მისი ბანდაც.
და რომ არა ბოლშევიკები, ხალხი ეს 70 წელი ისეთივე პირობებში იქნებოდა, როგორც მაშნ იყო, 1918-ში.
მხოლოდ ბოლშევიკებმა შეძლეს სიტუაციის შემოტრიალება.
დროებითმა მთავრობამ როგორც რუსეთში, ასევე სხვა რესპუბლიკებშიც თავიც კი ვერ დაიცვა, იმდენად მცონარები, უნოჭოები, უგუნურები და უტრაკოები იყვნენ.
ამიტომ, გაიმარჯვა იმ ძალამ, რომელიც უფრო ძლიერი იყო და ღმერთიც ამ ძალას დაეხმარა.
რომ არა 1921 წელი, ჩვენ უკვე დიდი ხცანი ვიქნებოდით უკეთეს შემთხვევაში პაკისტანის დონეზე, და ყველაზე მართებული იქნება ვივარაუდოთ, რომ ვიქნებოდით თურქეთის მოერ მიტაცებული საქართველოს ნაწილის ბედის გამზიარებლები.
4 წლის უკან
dimpi ეს არი პროფესორი? ამისთანა პროფესები და დეკანები ყავს უმაღლეს სასწავლებლებს? და თქვენ ფიქრობთ რომ რამე ეშველება ქვეყანას? ახალი ზომბების დამზადებაზე გადავიდა სანტეხნიკ ლომაია-შაშკინისგან დანგრეული განათლება?
4 წლის უკან
dimpi ჟორდანია და მის მთავრობა იყო პრაგმატული პოლიტიკოსები და გაატარეს კიდეც პრაგმატული პოლიტიკა, როდესაც დატვინეს რომ იქმნებოდა ახალი სახის სოციალური გაერთიანება ქართველის ხელმძღვანელობით, რაც ქვეყანას უფრო გამოადგებოდა და რაზეც უკეთეს მათი მთავრობა ვერ შეძებდა იმისთვის რომლის სამსახურშიც იდგნენ, ამიტომ დატოვეს უბრძოლველად-ნაკლები სისხლის ღვრით ქვეყანა..
ისინი იყვნენ ნამდვილი პოლიტიკოსები და არა ისე როგორც ეხლაა ყველა რო თავისთავს პოლიტიკოს არქმევს და ცდილობს მეტი მოიხვეჭოს, ანუ ე.წ. პოლიტიკოსები რომლებიც რომლებიც ქვეყანს მის ინტერესებს ფულზე გაცვლიდნენ, როგორც ეხლაა
4 წლის უკან
dimpi შედეგი სწორი არ იყო? სწორად გაუთვლიათ მაშინდელ ქართველ პოლიტიკოსებს, თუ რამე გაკეთდა ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის მაშინ გაკეთდა და რომ არა ომი უფრო მეტი გაკეთდებოდა
4 წლის უკან
dimpi იმის მერე მის ნგრევაში არიან და შედეგი: დანაწევრებული ქვეყანა, ახალი ფეოდალები, მოსახლეობის 5 მილიონიდან 3-ზე ჩამოსვლა, დეგრადაცია, და გაეროს პროგნოზი: ცოტა ხანში უმცირესობაში დარჩებითო საიდანაც გაქრობამდე ერთი ნაბიჯია.. ესეც კმარა აღარ უნდა დანარჩენს უკუსვლას ჩამოთვლა
4 წლის უკან
dimpi ხოლო ესეთი დეკანები და პროფესურა უფრო მეტად ზომბავს ხალხს, ისე თითქოს აკლდეს ხალხს დაზომვა
4 წლის უკან
DDDzia საზოგადოებრივი მითები - საბჭოთა კავშირი

ბმული
4 წლის უკან
Katana . ვნახე ბმული.
საერთოდ, პატივს ვცემ ამ ახალგაზრდა კაცს და ვაფასებ მის მცდელობას, გაანეიტრალოს ასე ხელიხელსაგოგმანებელი "სენტენცია" რეიგანისა, რომ საბჭოთა კავშირი ცალსახად წარმოადგენდა ბოროტების იმპერიას... ძალიან ბევრი რამ ჰქონდა კარგი იმ "იმპერიას". განსაკუთრებით, იდეის დონეზე...
მაგრამ ამის მტკიცებაში თუ ზომიერებას არ დავიცავთ, ისევ იმ საბჭოურ პროპაგანდაში ამოვყოფთ თავს!
ვეთანხმები, რასაც განათლების შესახებ ამბობს. რასაც უფასო სამედიცინო მომსახურების შესახებ იტყვის, იმაშიც წინასწარ ვეთანხმები... მაგრამ არჩევნებზე რასაც ლაპარაკობს, სრულიად აცდენილია რეალობას.
კი, ბატონო, ევროპაზეც და მთელ მსოფლიოზეც უფრო ადრე მიიღეს საბჭოთა ქალებმა ხმის უფლება! იმის უფლებაც, რომ თვითონ ყოფილიყვნენ არჩეული... მაგრამ, მიუხედავად თავისი ახალგაზრდობისა, ხომ იცის ავტორმა, რომ ყველაფერი ეს იყო ფიქცია! ხომ იცის, რომ არავითარი არჩევნები სსრკ-ში არ ტარდებოდა! ეს იყო სრული ბლეფი! მის არსს ყველაზე კარგად გამოხატავს ანეკდოტი გასაყიდი ერთადერთი გოჭის შესახებ ბაზარში.
არჩევნები ტარდებოდა მაღალი ლეგიტიმაციის ილუზიის შესაქმნელად... თუმცა, ვინ იყო ამ ილუზიის ადრესატი - სრულიად გაუგებარია: როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოეთში ხომ ყველამ მშვენივრად იცოდა: არც ერთ კანდიდატს ალტერნატივა არ გააჩნდა, ხოლო ხმის მიცემა სავალდებულო იყო! (რას ნიშნავდა სავალდებულო, ერთობ კარგად იცოდნენ იმ ქვეყანაში!).
წინასწარ იყო დადგენილი, რამდენი უნდა ყოფილიყო არჩეული სოფლის მეურნეობიდან, რამდენი - მუშათა კლასიდან, რამდენი - საბჭოთა ინტელიგენციიდან... პარტიული ნომენკლატურა ადგედა "ასარჩევთა" სიებს და ერთადერთი რამ ეკითხებოდა ამომრჩეველს - აეღო ბიულეტენი, გადაეკეცა და ჩაეგდო ყუთში.
თვლემდა მერე დარბაზში ეს ტაშისმკვრელთა ქორო: "მოწინავე მუშები" და "მოწინავე კოლმეურნეები" - რაც იცოდნენ და რაც კარგად გამოსდიოდათ, იმ საქმეს მოწყვეტილები - და წარმოდგენაც არ ჰქონდათ , რაზე ქაქანებდნენ ტრიბუნებიდან ეს პატივსაცემი თანამდებობის პირები: ბევრ მათგანს ხომ საკუთარი გვარის მოწერაც უჭირდა გამართულად და მით უფრო, ვერ ეცოდინებოდა, რომ რასაც ტრიბუნსთან ერთმანეთის მონაცვლეები კითხულობდნენ, არც ის იყო იმათი დაწერილი - სიტყვებს, როგორც წესი, შესაბამისი გაზეთის რედაქტორები, მოადგილეები ან დარგობრივი განყოფილების გამგეები უწერდნენ; მერე თავისსავე გაზეთში უქვეყნებდნენ მოხსენების ტექსტს და ისინიც ისე ურცხვად იღებნენ ჰონორარებს, თითქოს მართლა მათი დაწერილი ყოფილიყო ეს პათეტიკური ტექსტები...
რა არჩევნები, რისი არჩევნები!.. - ღადაობთ?
4 წლის უკან
Katana . არჩევნებზე გამახსენდა:
90-ნი წლებია, პუტჩის შემდგომი პერიოდი. უკიდურესი გაჭირვების წლები.
მეორედ მოსული შევარდნაძე ატარებს პარლამენტის არჩევნებს.
ერთ-ერთი მაღალმთიანი რაიონის სოფლებში, ერთობ საეჭვოდ გამდიდრებულ "ახალ ქართველს" ფქვილი შეაქვს .
- ეს ფქვილი რომ საჩუქრად გადმოგცეთ, ამომრჩევლის მოქრთამვაში ჩამეთვლება და არ გამოვაო, - გამგებლებს უბარებს, - ამიტომ დაველოდოთ არჩევნებს: თუ მე ამირჩევენ, ფქვილი მუქთად დაურიგეთ მოსახლეობას - თვითო ტომარა თვითო ოჯახს; თუ არ ამირჩევენ - მიჰყიდეთო!
აირჩიეს.
4 წლის უკან