ტურინის „იუვენტუსის“ და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდის, კრიშტიანუ რონალდუს დედამ, დოლორეს ავეირუმ ინსულტი გადაიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Mais Futebol-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ფეხბურთელის დედა გონზეა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მკურნალობის გაგრძელება მას ჯერჯერობით საავადმყოფოში მოუწევს.
შარშან დოლორეს ავეირუმ ერთ-ერთ ტელეგადაცემაში განაცხადა, რომ 2007 წელს ძუძუს კიბოს გამო ქირურგიული ოპერაცია გადაიტანა და რადიოთერაპიის კურსი გაიარა.