ამერიკის ხელოვნებისა და ხმის ჩამწერი აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი დებორა დუგანი, რომელიც მუსიკალური პრემია „გრემის“ ორგანიზაციით იყო დაკავებული, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ორმა გამოძიებამ დუგანის მიმართ დისკრიმინაციაში წარდგენილი ბრალდება დაადასტურა. დამოუკიდებელმა ექსპერტებმა 37 მოწმე გამოკითხეს და კონფლიქტის მონაწილეების მიმოწერა შეისწავლეს.
აკადემიის საბჭოში განაცხადეს, რომ დუგანი გათავისუფლების მიზეზი მედიაში დაუფუძვნებელი და საზიანო კამპანია და წარუმატებელი მმართველობა გახდა.
თანამშრომელმა დუგანი შეურაცხყოფაში 17 იანვარს, „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიამდე 10 დღით ადრე დაადანაშაულა. ამის შემდეგ აკადემიამ დუგანი თანამდებობას ჩამოაშორა. თუმცა მან, აკადემიას უჩივლა და ორგანიზაციის ადვოკატი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, თავისი წინამორბედი ნილ პორტნოვი კი ერთ-ერთი მომღერლის გაუპატიურებაში ამხილა.