ოსკაროსან მსახიობ ტიმოთი ჰატონს 14 წლის გოგოს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

ოსკაროსან მსახიობ ტიმოთი ჰატონს 14 წლის გოგოს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

ამერიკელ მსახიობ ტიმოთი ჰატონს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კანადელი მოდელი სერა ჯონსონი ამტკიცებს, რომ ჰატონმა ის 1983 წელს გააუპატიურა, როცა ჯონსონი 14 წლის იყო. ინციდენტი ვანკუვერში მოხდა, სადაც ჰატონი ფილმ „ყინულის კაცის“ გადაღებებზე იმყოფებოდა. ჯონსონის თქმით, მსახიობმა რამდენიმე კაცთან ერთად ის და მისი კლასელები სასტუმროს ნომერში დაპატიჟა, სადაც ხატონმა და მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა ჯონსონი გააუპატიურეს.

ჰატონი ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ ჯონსონს არასოდეს შეხვედრილა.

ტიმოთი ჰატონი ყველაზე ახალგაზრდა მსახიობია, რომელმაც „ოსკარი“ მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის მიიღო. ის 1980 წელს, ფილმში „ჩვეულებრივი ადამიანები“ შესრულებული როლისთვის დააჯილდოვეს.