„The Rolling Stones”-მა პირველი საიუბილეო კონცერტი ჩაატარა

„The Rolling Stones”-მა პირველი საიუბილეო კონცერტი ჩაატარა

მიმდინარე წელს ცნობილ ბრიტანულ ჯგუფს „The Rolling Stone” დაარსებიდან 50 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მუსიკოსებმა ხუთი კონცერტი დაგეგმეს. ორი მათგანი ლონდონში და სამი ნიუ-იორკში.

გუშინწინ ლონდონის „O2 Arena”-ს საკონცერტო დარბაზში მუსიკოსებმა პირველი ღონისძიება გამართეს.

მიუხედავად იმისა რომ მასზე დასასწრები ბილეთები დაახლოებით 150 დოლარი ღირდა, კონცერტს 20 ათასი ადამიანი დაესწრო.

ჯგუფის წევრების საშუალო ასაკი 68 წელს უკაკუნებს. ამის მიუხედავად მუსიკოსებმა სცენაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთეს და ახალგაზრდობა გაიხსენეს.

ჯგუფის თაყვანისმცემლებმა სცენაზე მიკ ჯაგერი, კიტ რიჩარდსი, ჩარლი უოტსი, რონი ვუდი, ბილ უაიმენი და მიკ ტეილორი იხილეს.

პირველი საიუბილეო კონცერტი ორსაათნახევარი გაგრძელდა და მუსიკოსებმა 23 კომპოზიცია შეასრულეს.