5 წესი, რომ მამაკაცს მხოლოდ თქვენ უნდოდეთ და არავინ სხვა

5 წესი, რომ მამაკაცს მხოლოდ თქვენ უნდოდეთ და არავინ სხვა

რა უნდა გავაკეთოთ, რომ საყვარელი მამაკაცის თვალში ბევრად სასურველ და მომხიბლავ ქალად გამოვჩნდეთ? - ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული!

დააკმაყოფილეთ მისი ემოციური მოთხოვნილება

ბევრ ქალს ჰგონია, რომ მამაკაცები არც ისე ემოციურები არიან და მათ მხოლოდ «ერთი რამ სურთ». რომ იცოდეთ, როგორ ცდებიან! და ამ შეცდომის გამო ძვირსაც იხდიან. კაცები უბრლოდ გარბიან მათგან. მიზეზი კიდევ ძალიან მარტივია, მათი ემოციურობა არავის ანაღვლებს. მაშ ასე, რა სურთ კაცებს? - პირველი: ისინი უნდა შეაფასოთ ღირსეულად. ყველა კაცს სურს,

რომ მას თვლიდნენ მცველად და ამავდროულად, მონადირედ. თუ თქვენ შეძლებთ, რომ ორივე მისცეთ და გააგებინოთ, რომ ის თქვენთვის ერთიცაა და მეორეც, ჩათვალეთ, რომ თქვენ მიაღწიეთ მიზანს. რა თქმა უნდა, უნდა იყოთ ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი, მაგრამ ეცადეთ, რომ რაღაც საზრუნავი მასაც დაუტოვოთ და შემდეგ ეს ყველაფერი ღირსეულად შეუფასოთ, შეამკოთ კომპლიმენტებით.

გქონდეთ საკუთარი გატაცებები და გასართობი

ბევრი ქალი ფიქრობს, რომ თუ ისინი მიატოვებენ ყველაფერს და თავიანთ ცხოვრებას მხოლოდ ამ მამაკაცს მიუძღვნიან, ასე ურთიერთობას უფრო გაამყარებენ. ეს კიდევ ერთი შეცდომაა. შეგიძლიათ აცხოთ, აკეთოთ ყოველდღე საჭმელი, იტრიალოთ სამზარეულოში, მაგრამ მოუნდება კი ამ ყველაფრის მერე მას კვლავ თქვენთან? ცოტა უინტერესო ხომ არ იქნება საუბრები? ცოტა მოსაწყენი ხომ არ არის ყველაფერში მისი აზრის, გადაწყვეტილების მნიშვნელობის სიმთავრე? ასეთი ქალებისაგან მამაკაცები ყოველთვის გარბიან. იცხოვრეთ საკუთარი ცხოვრებით, შეხვდით მეგობრებს, თუნდაც ისინი არ მოსწონდეს თქვენს პარტნიორს. თქვენ არ უნდა თქვათ უარი საკუთარ ინტერესებზე, გატაცებებზე. სხვა შემთხვევაში თქვენ მოსაწყენ ადამიანად გადაიქცევით.

იყავით ქალურები და გამოიყენეთ ეს ძალა

ქალების უმრავლესობა ცდილობს დაუმტკიცოს მამაკაცს, რომ ისინი მასზე ბევრად მაგარი ტიპები არიან. დარწმუნებული ხართ, რომ მართლა გსურთ იყოთ მამაკაცი? იყოთ ლიდერი ნებისმიერ სიტუაციაში? და მაშინ რა საჭიროა პარტნიორი? ის ასეთ დროს ხვდება, რომ არ არის მისი ადგილი თქვენს ცხოვრებაში, რადგან ვერ ხვდება, მან რა უნდა აკეთოს?

არ არის აუცილებელი, აბჯარი ჩაიცვათ. ქალს უფრო ძლიერი იარაღი აქვს – მისი ქალურობა. გამოიყენეთ ეს! სინაზის გამოვლინებითა და ზომიერი მზრუნველობით თქვენ შეგიძლიათ მთების გადაბრუნება.

დააფასეთ და შეიყვარეთ საკუთარი თავი

სანამ გახდებით სხვისთვის სასურველი, პირველ რიგში, შეიყვარეთ საკუთარი თავი, პატივი ეცით მას. თუ ასე არ არის, რას ითხოვთ სხვისგან?

თქვენ არაჩვეულებრივი ხართ და იმსახურებთ ასეთივე ადამიანს, რომელიც იზრუნებს თქვენზე და ეყვარებით მხოლოდ თქვენ. - იმეორეთ ეს წინადადება ხშირად და როდესაც გახდებით თავდაჯერებული, ისიც დაიჯერებს ამას და შესაბამისად მოგექცევათ. მამაკაცს სურს, ჰყავდეს ისეთი ქალი, რომელიც ყველას სჯობს და ვინ, თუ არა თქვენ, შეძლებს დაარწმუნოს ამაში.

იფლირტავეთ

ურთიერთობა – როგორც სამსახურია. ყოველდღე და მთელი ცხოვრება. თუ მის განვითარებაზე არ ვიზრუნებთ, ის გადაიქცევა მოსაწყენ რუტინად. თითქოსდა ერთად ხართ და თან თითქოს ყველაფერი მოგბეზრდათ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ერთმანეთი გადაგიყვარდათ ან მან ნახა სხვა. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ აღარ ფლირტაობთ, აღარ ეპრანჭებით ერთმანეთს. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ურთიერთობას სჭირდება ცეცხლის შეკეთება. მოიფიქრეთ სიახლე. ეს ყველაფერი ძალიან ჯანსაღია და მხიარული, ყველა ბედნიერ ქალს თავისი საიდუმლო აქვს. ასე რომ, მოიფიქრეთ თქვენი რეცეპტი!