დოლიძის N40-ში საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

დოლიძის N40-ში საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, გ.დოლიძის ქ. N40-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე პროექტის ფარგლებში მონოლითური რკინა-ბეტონის სეისმური სარტყელი და საძირკვლის ფილა მოეწყობა. აღნიშნული სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარეობს, რისთვისაც 116 500 ლარია გამოყოფილი. მიმდინარე სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.