ემოციური მიზეზი, რის გამოც ჯენიფერ ლოპეზი ალექს როდრიგესზე დაქორწინებას არ ჩქარობს

ემოციური მიზეზი, რის გამოც ჯენიფერ ლოპეზი ალექს როდრიგესზე დაქორწინებას არ ჩქარობს

მიუხედავად იმისა, რომ ჯენიფერ ლოპესს ალექს როდრიგესმა ხელი ჯერ კიდევ გასულ წელს სთხოვა, წყვილი დაქორწინებას არ ჩქარობს, რისთვისაც 50 წლის მომღერალს განსაკუთრებული მიზეზი აქვს. როგორც Daily Mail-ი წერს, ჯენიფერ ლოპესი საკურთხეველთან მისვლის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს.

"ჩვენ გვსურს ერთად ისეთი რაღაც შევქმნათ, რაც აქამდე არასდროს გვქონია ან არასდროს გვიგრძვნია, რომ გვქონდა. ეს არის ოჯახი ცოლითა და ქმრით, დედითა და მამით. მისი (ალექსის) სიმყარიდან გამომდინარე, ეს ჩემი ყველა გამოცდილებისგან განსხვავებული ისტორიაა.. აქამდე არასდროს მინახავს ვინმე, რომელსაც ასე ენდომებოდა ჩემი წარმატება და ბრწყინვალება," - აღნიშნა ჯენიფერმა.

შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ ლოპესი ოფიციალურ ქორწინებაში სამჯერ იყო.