ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და მისი მეგობარი ქალი კერი საიმონდსი ბავშვს ელოდებიან. ამის შესახებ The Guardian წერს. გამოცემის ცნობით წყვილს ნიშნობაც ჰქონდა.
ბორის ჯონსონი და კერი საიმონდსი დაუნინგ-სტრიტის 11 ნომერში მას შემდეგ დაბინავდნენ რაც ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.
გამოცემის ცნობით, წყვილი ბავშვს 2020 წლის ზაფხულის დასაწყისში ელოდება.