სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლს სუპერგმირის როლის შესრულება სურს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.
მისი ცნობით, მეგანმა უკვე დაავალა თავის აგენტს, ნიკ კოლინსს რომელიმე ბლოკბასტერში სუპერგმირის როლი მოუძებნოს.
რამდენიმე თვის წინ მეგანმა Disney-სთან გააფორმა კონტრაქტი. მსახიობი Disney-ის გმირებს გაახმოვანებს, მიღებულ შემოსავალს კი სპილოების დახმარების ფონდში გადარიცხავს.
ამასთან ერთად, Disney ფლობს კინოსტუდია Marvel-ს და კომიქსების პერსონაჟების საავტორო უფლებებს, რამაც შეიძლება მეგანს სუპერგმირის როლისკენ გზა გაუხსნას.