პრინცმა ჰარიმ ჯონ ბონ ჯოვისთან ერთად სიმღერა ჩაწერა

პრინცმა ჰარიმ ჯონ ბონ ჯოვისთან ერთად სიმღერა ჩაწერა

პრინცმა ჰარიმ და ჯგუფ Bon Jovi-ს ლიდერმა ჯონ ბონ ჯოვიმ დუეტი ჩაწერეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მათ სიმღერა Unbroken შეასრულეს, რომელიც მუსიკოსმა სამხედრო ვეტერანების შესახებ დოკუმენტური ფილმისთვის To Be of Service 2019 წელს დაწერა. საქველმოქმედო სინგლის პრემიერა მარტში, „ძლიერთა თამაშებზე“ შედგება.

პრინცმა ჰარიმ და ჯონ ბონ ჯოვიმ სტუდია Abby Road-ში იმუშავა, ჩაწერამდე კი The Beatles-ის ცნობილი ფოტო გააცოცხლეს.

პრინცმა ჰარიმ „ძლიერთა თამაშები“ 2014 წელს დაარსა. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებების დროს დაშავებული სამხედროები იღებენ.