თურქეთში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა - ერდოღანი მე-5 მუხლის ამოქმედებას ითხოვს

თურქეთში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა - ერდოღანი მე-5 მუხლის ამოქმედებას ითხოვს

იდლიბის პროვინციაში უკიდურესად დაძაბული ვითარებაა. საჰაერო თავდასხმებს 33 თურქი სამხედრო ემხვერპლა, 40-ზე მეტი დაჭრილია. მსხვერპლი თურქი სამხედროების კოლონაზე რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სირიის ავიაციის საჰაერო იერიშებს მოჰყვა. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია თურქეთ-სირიის საზღვარზე. როგორც ცნობილია, იდლიბის პროვინციის ძირითად პოზიციებზე, რუსეთის დახმარებით, სირიის მთავრობის ჯარებმა კონტროლი რამდენიმე დღის წინ დაამყარეს.

თურქეთის სამხედრო ძალებზე, იერიშებიდან მალევე, ანკარამ საპასუხო თავდასხმები განახორციელა. დაბომბილია ასადის ძალების ობიექტები. ანკარაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებას არ აპირებენ. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ ასადის რეჟიმის ძალები კვლავ ძლიერია, მაგრამ იდლიბში მოვლენების თურქეთის სასარგებლოდ ვითარდება. ერდოღანის მრჩეველთა საბჭოს წევრი, მესუთ ჰაკი ჩაშინი აცხადებს, რომ თურქეთი რუსეთს წარსულში 16-ჯერ ეომა და ამას კიდევ ერთხელ გააკეთებს.

„თურქეთის შურისძიება საშინელი იქნება. რუსეთი, სადაც 25 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს, შიგნიდან დაიშლება“, - აღნიშნა მესუთ ჰაკი ჩაშინმა.

სირიის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარ მოქმედებებში მხარდაჭერას ანკარას უცხადებს აშშ. სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ასადის რეჟიმის ქმედებები ზრდის კონფლიქტის რისკს ნატოს მოკავშირე თურქეთთან.

„ასადის რეჟიმის სასტიკმა ახალმა აგრესიამ, რომელსაც მოსკოვი უჭერს მხარს, ტრაგიკული სიტუაცია შექმნა. ასადის რეჟიმი ვერ შეძლებს სამხედრო გამარჯვების მოპოვებას“, -აცხადებს მაიკლ პომპეო.

ტრადიციულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თურქი სამხედროები დაბომბვის დროს „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამის“ მებრძოლებთან ერთად იმყოფებოდნენ. თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამის“ დაჯგუფება სირიის სამთავრობო არმიაზე მასშტაბურ შეტევას ახორციელებდა, რა დროსაც სირიის ავიაციამ მოწინააღმდეგის პოზიციები დაბომბა. ოფიციალური მოსკოვში ამტკიცებს, რომ სირიაში მოქმედი შერიგების რუსული ცენტრი ანკარასთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა, რეგულარულად ითხოვდა და იღებდა ინფორმაციას თურქი სამხედროების ადგილსამყოფელის შესახებ, რომლებიც ტერორისტების მახლობლად იმყოფებოდნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ მიღებული ინფორმაციით, ქალაქ ბეჰუნის მახლობლად თურქეთის არმიის დანაყოფები არ იყვნენ განლაგებული და იქ არც უნდა ყოფილიყვნენ. სირიის პროვინცია იდლიბში ვითარების უკიდურესად გამწვავების პარალელურად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ორი ფრეგატები ბოსფორისა და დარდანელის სრუტის გავლით, ხმელთაშუა ზღვაში გადაადგილდებიან. ფრეგატები „ადმირალი მაკაროვი“ და „ადმირალი გრიგოროვიჩი“ სარაკეტო კომპლექს „კალიბრით“ არიან აღჭურვილნი.

იდლიბში განვითარებული მოვლენების ფონზე, თურქეთი ნატო-სთან კონსულტაციებს იწყებს. თურქეთის მმართველი პარტიის, „სამართლიანობისა და განვითარების“ პრეს-სპიკერის, ომერ ჩელიკის განცხადებით, თურქეთი ამ თავდასხმას განიხილავს როგორც ნატო-ზე თავდასხმას.

„არ უნდა დავივიწყოთ, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები იცავენ როგორც თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას, ასევე ნატო-ს სამხრეთ საზღვარს. თურქეთზე მიმართული თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ნატო-ზე“, - განაცხადა ომერ ჩელიკმა.

ნატო-ში აშშ-ის ელჩის ქეი ბეილი ჰათჩისონის განცხადებით, თურქეთი მოკავშირეა, მრავალ სფეროში ერთ მხარეს ვართ, მაგრამ განსაკუთრებით სირიის საკითხში. განიხილავს თუ არა აშშ თურქეთის მხარდაჭერას სამხედრო ან სადაზვერვო კუთხით, ელჩი აცხადებს, რომ ვითარება ძალიან რთულია და ამ საკითხზე ვაშინგტონში აუცილებლად იმსჯელებენ.

„აშშ-ში თურქეთის დახმარების საკითხი განიხილება. ძალიან, ძალიან რთული სიტუაციაა. მინდა ვთქვა, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენ ერთად დავდგეთ რუსეთისა და სირიის რეჟიმის წინააღმდეგ. ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული ამასთან დაკავშირებით. რთული ვითარებაა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რუსეთისა და სირიის, სირიის რეჟიმის, ასადის წინააღმდეგ დავდგეთ. ჩემი აზრით, პრეზიდენტი ერდოღანი მიხვდება, რომ ჩვენ ვიყავით მათი მოკავშირე წარსულში და ვიქნებით მომავალში. მათ არ უნდა გამოიყენონ S-400-ები“, - განაცხადა ქეი ბეილი ჰათჩისონმა.

თურქეთმა ნატო-ს წესდების მე-4 მუხლი გამოიყენა და ნატოს საბჭოს რიგგარეშე სხდომის ჩატარება მოითხოვა. ნატო-ს წესდების მე-4 მუხლი არ გულისხმობს სამხედრო ჩარევის მოთხოვნას, გულისხმობს კონსულტაციებს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე წევრი სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოებას ან პოლიტიკური დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება. ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, ირაკლი გოგავა ამბობს, რომ თურქეთს და რუსეთს სირიაში აქვთ ცხელი ხაზი, რომლის მიხედვით საკუთარი სამხედრო ნაწილების ადგილმდებარეობას ერთმანეთს რეგულარულად აცნობენ.

„რუსეთის გენშტაბი აცხადებს, რომ თურქების მიერ მიწოდებული ინფორმაციით, თურქული ნაწილები არ უნდა ყოფილიყვნენ იმ ადგილას, რომელზეც სირიის არმიამ საჰარო იერიში მიიტანა ორგანიზაცია „ჰაიატ ტახრირ აშ შამ“-ის წინააღმდეგ. ეს ორგანიზაცია ტერორისტული ჯგუფების „ალ ნუსრას“, „ალ ყაედას“, „ბინ ლადენის ფრონტი“-ს და კიდევ 160-მდე შეიარაღებული ჯგუფისგან შეიქმნა და დღეისთვის დაახლოებით 14,000-მდე მეომარს აერთიანებს.

ეს ორგანიზაცია სირიის მთავრობას ებრძვის „სირიის თავისუფალი არმიის“ მხარდამხარ, რომელსაც, ტრადიციულად, თურქეთი უწევს დახმარებას. რუსები აცხადებენ, რომ თურქეთი არ ასრულებს სოჭის შეთანხმებას. სირიას აქვს უფლება იდლიბი გაწმინდოს ტერორისტებისგან და თურქული ნაწილები აღმოჩნდნენ ტერორისტული ორგანიზაციის შეტევითი ოპერაციის მონაწილენი, რა დროსაც იწვნიეს სირიული არმიის დარტყმა. მოვლენების განვითარება გვაჩვენებს, რომ რუსეთის და თურქეთის სიტუაციური კავშირი შეირყა, მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ორივე მხარე ერიდება უშუალო სამხედრო დაპირისპირებას სირიის ტერიტორიაზე“, - აცხადებს ირაკლი გოგავა.

თურქეთიდან ევროკავშირის მიმართულებით ასობით ლტოლვილი დაიძრა. ლტოლვილები საბერძნეთისა და ბულგარეთის საზღვრისკენ მიემართებიან. შეგახსენებთ, რომ საჰაერო თავდასხმამდე თურქეთის მთავრობამ განაცხადა, იდლიბში ვითარების დაძაბვის შემდეგ, ანკარა სირიელ ლტოლვილებს ევროპისკენ გადაადგილების საშუალებას მისცემს.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ხათუნა ლაგაზიძე ფიქრობს, რომ თუ თურქეთმა სირიელ მიგრანტებს ევროპისკენ დაძვრის საშუალება მისცა, საქართველოს საზღვრების დაცვა მხოლოდ კორონასგან აღარ მოგვიწევს და ეს გაცილებით რეალური საფრთხეა.

„აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თურქეთმა ნატოს მიმართა, აამოქმედოს მე-5 მუხლი და რუსეთის მიერ თურქეთის სამხედრო კოლონის დაბომბვა ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმად შეაფასოს. ნატო უმძიმესი არჩევანის წინაშე დგას: უარი უთხრას თავდაცვაზე თავის ერთ-ერთ უდიდეს წევრს; რუსეთის ბომბები ასადის რეჟიმს გადააბრალოს და ომი გამოუცხადოს სირიას თუ პირდაპირ აღიაროს რუსეთის თავდასხმა თურქეთზე, გამომდინარე შედეგებით.

როგორ და სად გაგრძელდება რუსეთ-თურქეთის ომი: მხოლოდ სირიაში თუ მის ფარგლებს გარეთ; და მთავარი საფრთხე ჩვენთვის - რა მასშტაბს მიიღებს და როგორ მოუბრუნდება რუსეთ-თურქეთის ომი საქართველოს; რა შეიძლება მოსთხოვოს ასეთ შემთხვევაში რუსეთმა საქართველოს და რა პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები დაგვეკისრება, როგორც ნატოს პარტნიორ ქვეყანას?! რა დაემართება თურქულ ლირას და ქართულ ლარს?! საქართველო, სიტუაციის გართულების შემთხვევაში არნახული გამოწვევების წინაშე დგება“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

ჯერჯერობით, თურქეთ-სირიის კონფლიქტის გამო, საქართველოსთვის პირდაპირი საფრთხეები არ არსებობს. სამხედრო ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ სირია და თურქეთი ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა. შეიცვალა თურქული და რუსული მედიის რიტორიკა, თუმცა, ჯერ კიდევ მოზომილია, მაგრამ უკვე ღია კრიტიკაა.

„ნატო, მიუხედავად ერდოღანის მიმართვისა, ჯერ ვერ ხედავს მე-5 მუხლის ამოქმედების საჭიროებას. საბრძოლო მოქმედებებს კი, იდლიბის რაიონში, უშუალოდ თურქეთის თავდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობს. ეს ბევრზე მეტყველებს. მივადევნოთ თვალი. პროგნოზებისგან თავის შეკავება სჯობია, რადგან ჩვენ არ ვწყვეტთ. მოვლენათა განვითარება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომლებიც, შესაძლოა, მყისიერად შეიცვალოს. როცა ორი ვარიანტია, ან დიდი ომი იქნება, ან - არა. სწრაფად დარეგულირების პერსპექტივაც არ ჩანს.

ეს რუსეთ-თურქეთის ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების მთელი პაკეტის მხოლოდ ნაწილია, რომლებიც, როგორც წლების წინ ვწერდი, დროებით, ხაზს ვუსვამ, დროებით თაროზე ჰქონდათ შემოდებული. მოახერხებენ თუ არა ისევ თაროზე შემოდებას, დავაკვირდეთ. კოლეგებს ვთხოვ, თავი შეიკავოთ ამ პროცესებთან საქართველოს მიბმისგან და საქართველოში შესაძლო რაღაც სცენარების აღწერისგან. ყველაფერი ღია სივრცეში არ განიხილება. დავაკვირდეთ სირიას“, - ამბობს ამირან სალუქვაძე.

ვითარება მართლაც მძიმეა, თუმცა ვინაიდან პროცესები ვითარდება სირიაში და არა თურქეთში, პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძე არ ფიქრობს, რომ ნატო მე-5 მუხლს აამოქმედებს.

„გაშუალოებული ომი უკვე მიმდინარეობს, თუმცა ის ჯერ-ჯერობით არ ატარებს კონვენციური გამოცხადებული ომის ხასიათს თურქეთსა და სირიას შორის და მით უმეტეს თურქეთსა და რუსეთს შორის. ორივე მხრიდან გვესმის პროპაგანდისტული საინფორმაციო ხმაური. ძალიან ბევრი უმწიფარი აზრებიც ისმის. არის ასეთი მოსაზრებაც, რომ თითქოს ეს თამაშია და ერდოღანი-პუტინის შეხვედრის წინ სპეციალურად დაუთმეს ქალაქი სარაქიბი, რომ ერდოღანისთვის სახე შეენარჩუნებინათ, ასეთია რუსული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაცია. მოგეხსენებათ, რომ ისინი არ გამოირჩევიან მიუკერძოებლობით.

თურქეთის შეტევის შედეგად და იმის გამო, რომ თურქეთის მოკავშირე მებრძეოლებს დიდი რაოდენობით მიაწოდეს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები რუსულ ავიაციას უკვე უჭირს საჰაერო სივრცის ისეთივე შეუზღუდავი კონტროლი, როგორც მანამდე იყო. ამას მოჰყვა ქალაქი სარაქიბის აღება და რუსი სამხედროების მსხვერპლი. მოგეხსენებათ, რომ რუს სამხედროებს ახასიათებთ მასშტაბური შურისძიებები და ასეც გააკეთეს. 33 თურქი სამხედროა გარდაცვლილი, 40-ზე მეტი დაჭრილი. ამაზე დიდი მსხვერპლი და დაპირისპირება წარმოუდგენელია“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.

პოლიტოლოგი ეჭვობს, რომ იოლად მოხდეს ამ კონფლიქტის განმუხტვა.

„თურქეთში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა, ხოლო სირიის ყველა ობიექტი კანონიერ სამხედრო სამიზნედ არის მიჩნეული. უახლოეს საათებში ერდოღანი თურქეთის მოსახლეობას მიმართავს და სავარაუდოდ სირიას ომს გამოუცხადებს. ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ რა შედეგები მოჰყვება ამას. სამწუხაროდ, მსოფლიოში არ ჩანს ძალა, რომელიც მოვლენათა ასეთ არანორამლურ განვითარებას შეაჩერებს, თუმცა მაინც იმედი უნდა ვიქიონიოთ, რომ კაცობრიობა ახალ გლობალურ ტრაგედიას თავიდან აიცილებს. რაც შეეხება ნატო-ს, ჯერჯერობით მისი საბრძოლო მოქმედებებში უშუალო ჩართვა არ არის მოსალოდნელი, თუმცა მოვლენათა არასასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაში, არც ეს არის გამორიცხული“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.

Katana . მესუთ ჰაკი ჩაშინი: "თურქეთი რუსეთს წარსულში 16-ჯერ ეომა და ამას კიდევ ერთხელ გააკეთებს."

1. იმედია ახსოვს ჰაკი ჩაშინს, რუსეთთან ამ 16 ომის შედეგად გაფართოვდა თუ დაპატარავდა თურქეთის ტერიტორიები!
2. მე-5 მუხლის ამოქმედებას რის საფუძველზე ითხოვს თურქეთი, საინტერესოა, - შეჭრილი ვარ სირიაში, ტერორისტებთან ერთად ვეომები მის კანონიერ ხელისუფლებას და რუსეთი მიშლის ხელსო?
ოტომანთა იმპერიის რესტავრაციაზე ფიქრს თუ არ შეეშვება ერდოღანი, ძალიან ცუდ დღეში ჩავცვივდებით ყველანი, მაგარამ განსაკუთრებით - თურქეთი!..
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მგონი ვიბრუნებთ ტაო-კლარჯეთს?! )))
4 წლის უკან
DDDzia СМИ: средства ПВО Сирии отражают атаку турецких беспилотников на аэродром в Хаме
Сирийские средства противовоздушной обороны ведут огонь по беспилотным летательным аппаратам (БПЛА) турецких ВВС, которые пытаются атаковать военный аэродром в городе Хама (220 км от Дамаска). Об этом сообщил в воскресенье телеканал Al Ekhbariya.

"Наши зенитчики отражают нападение вражеских БПЛА, которые появились в небе над Хамой", - говорится в сообщении.

Ранее турецкие беспилотники атаковали военный аэродром в Нейрабе к востоку от города Алеппо. Турецкие БПЛА участвуют также в военных действиях, которые идут в районе города Саракиб в провинции Идлиб.

Источник в Минобороны Сирии сообщил в воскресенье, что за сутки сирийские ПВО уничтожили шесть ударных беспилотников вооруженных сил Турции. По его словам, беспилотные аппараты наносили удары по позициям правительственных войск, поддерживая террористические бандформирования.
----------------------------------------------------------------------------
Иран предъявил Турции ультиматум о выходе из Сирии, пригрозив ракетными ударами – Bulgarianmilitary
1 марта. Инфотека 24. На фоне крупномасштабной военной операции турецкой армии в Сирии официальный Тегеран потребовал, чтобы Турция немедленно прекратила атаки против сирийской армии, угрожая нанести ракетный удар по протурецким боевикам и самим туркам. Об этом сообщает портал BulgarianMilitary.com со ссылкой на новостное агентство Aviapro.

Заявление Ирана, в первую очередь, связано с отсутствием какой-либо реакции на нападение Турции со стороны России.

«Иран официально заявил о своей готовности ответить, если Турция не прекратит наносить удары по иранским целям в Сирии. Тегеран – не Дамаск, он не будет терпеть и не станет оглядываться на Москву », – говорится в сообщении сообщества иранских военных наблюдателей в Telegram.
Следует уточнить, что Иран, действительно, имеет возможность наносить удары по боевикам и турецким военным, в том числе с применением баллистических ракет, эффективность которых была доказана при атаках на американские военные базы в Ираке.

За прошедшую ночь Турция предприняла несколько десятков авиационных и ракетных атак на сирийской территории, в то время, как сирийской армии удалось сбить как минимум 4 беспилотных летательных аппарата.

Москва официально прокомментировала ситуацию с военной интервенцией Турции в Сирии, но за последние 24 часа помощь России в Сирии была сведена к минимуму.
4 წლის უკან
DDDzia Иран готов нанести удар по турецким войскам Ожесточенные бои за Идлиб продолжаются.

ბმული
4 წლის უკან