კორონავირუსის საფრთხე პრინცი ჯორჯისა და შარლოტას სკოლაში: როგორ ებრძვის სახელმწიფო საშიშ ვირუსს?

კორონავირუსის საფრთხე პრინცი ჯორჯისა და შარლოტას სკოლაში: როგორ ებრძვის სახელმწიფო საშიშ ვირუსს?

მსოფლიო დღეს კორონავირუსის მასიური გავრცელების საფრთხის ქვეშაა, რის გამოც ყოველი ახალი შემთხვევა საზოგადოებაში არსებულ პანიკას კიდევ უფრო საფუძვლიანს ხდის. გამონაკლისი არც ბრიტანეთია, სადაც 30 000-მდე სკოლა დაიხურა, მიუხედავად იმისა რომ ჯანდაცვის ორგანიზაცია მათ მოუწოდებდა პროცესების ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებისკენ. იგივე ეხება რამდენიმე კომპანიასაც, რომელმაც შეწყვიტა ოპერირება.

რაც შეეხება კერძოდ სკოლების შემთხვევას, სოციალურ ქსელებში Thomas Battersea-ს სკოლას განიხილავენ, სადაც პრინცესა შარლოტა და პრინცი ჯორჯი სწავლობენ.

როგორც აღმოჩნდა, სამეფო ოჯახის უმცროსი წევრების გარემოცვაში საეჭვო სიმპტომების მქონე მოსწვლეები აღმოჩნდნენ, რომლებსაც სპეციალური ანალიზები უტარდებათ და კარანტინში იმყოფებიან. სკოლამ გადაწყვიტა კონკრეტულ დეტალებზე კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა ფაქტია, რომ შემთხვევამ საზოგადოებაში ვნებათაღელვა კიდევ უფრო გაამწვავა.