მიზეზი, რის გამოც ქენდალ ჯენერი ბიონსეს პირად ასისტენტობაზე ოცნებობს

მიზეზი, რის გამოც ქენდალ ჯენერი ბიონსეს პირად ასისტენტობაზე ოცნებობს

24 წლის ამერიკელმა მოდელმა ქენდალ ჯენერმა ამჯერად Calvin Clein-ის უახლეს კამპანიაში მიიღო მონაწილეობა და მაშინ, როცა სხვა ცნობილი ვარსკვლავები მილანისა და პარიზის მოდის კვირეულებზე გვამახსოვრებენ თავს, მან საკუთარ ოცნებებზე ისაუბრა, რამაც საზოგადოება გაახალისა.

კითხვას, თუ ვის პირად ასისტენტობას ისურვებდა მოდელმა ბიონსე უპასუხა და მიზეზიც გაგვიზიარა.

"უბრალოდ მინდა ვნახო რას ჭამს დილით, მინდა ვიცოდე რა აქვს საუზმეზე და რომელ სატელევიზიო შოუებს უყურენს! მაგალითად, უყურებს Bachelor in Paradise-ს? რადგან თუ ეს ასეა, ჩვენ საუკეთესო მეგობრები უნდა ვიყოთ," - აღნიშნა მან.