რატომ თვლის დევიდ ბექჰემი პრინც ჰარის სამაგალითოდ?

რატომ თვლის დევიდ ბექჰემი პრინც ჰარის სამაგალითოდ?

პრინცი ჰარისა და უილიამის მეგობრობა დევიდ ბექჰემთან წლებს ითვლის, თუმცა როგორც ინსაიდერები აღნიშნავენ, გასულ წელს ოჯახებს შორის ურთიერთობა მეგან მარკლსა და ვიქტორია ბექჰემს შორის განვითარებული მოვლენების გამო დაიძაბა. საქმე იმაშია, რომ ყოფილმა ჰერცოგინიამ ბექჰემის ბრენდის დისკრიმინაციული უწოდა, რამდენიმე კვირის წინ კი გაჟღერდა, რომ მეგან მარკლი მას პირადი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდა, რის გამოც ჰარისა და ყოფილ სპორტსმენს შორის სატელეფონო საუბარიც შედგა.

თუმცა ქალური ამბები მათი მეუღლეების ურთიერთობას ხელს ვერ უშლის და ეს დევიდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

ყოფილმა ფეხბურთელმა და ოთხი შვილის მამამ ET-თან ინტერვიუში ჰარიზე ისაუბრა, "მე მასთან ბრიტანეთის დატოვებაზე არ მისაუბრია, ჩვენ ვსაუბრობთ, როგორც მეგობრები და ეს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. ის სულ ახლახან გახდა მამა და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. როცა მშობელი ხდები, ეს ძალიან გცვლის და ჰარი ყოველთვის იმსახურებს ბედნიერებას. ჩვენ ის გვიყვარს, რადგან არაჩვეულებრივი ადამიანია და ვამაყობ იმით, თუ როგორ იზრდება როგორც ადამიანი, ინდივიდი და ხდება ის მამა, რომლად ყოფნაზეც ყველა მამაკაცი ოცნებობს,"- აღნიშნა მან.