„Wizz Air“-მა იტალიის მიმართულებით ყველა რეისი გააუქმა

„Wizz Air“-მა იტალიის მიმართულებით ყველა რეისი გააუქმა

კორონავირუსის ეპიდაფეთქების გამო „Wizz Air“-მა იტალიის მიმართულებით 4 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით ყველა რეისი გააუქმა. ამის შესახებ უცხოური მედია  წერს.

ავიაკომპანიის საიტზე რომში, ბოლონიის, კატანიას, ნეაპოლის, მილანის და ბარის მიმართულებით ფრენები არ იძებნება და მითითებულია „ფრენების გარეშე“.

„Wizz Air“-ი ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით განცხადების გაკეთებასაც გეგმავს.

ცნობისთვის, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 453-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში დაავადებულთა რიცხვი 130-ით არის გაზრდილი. იტალიაში გარდაცვლილია 12 ადამიანი, ხოლო სამი გამოჯანმრთელდა​.

იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში რამდენიმე ქალაქში კარანტინია გამოცხადებული. დახურულია სასწავლო დაწესებულებები, გაუქმებულია საზოგადოებრივი ღონისძიებები.