ეს საიდუმლოები იმ წყვილებმა გაგვიმხილეს, ვინც მოახერხა და წლების განმავლობაში ბედნიერი ოჯახი ან სასიყვარულო ურთიერთობა შეინარჩუნა.
დილით ვინც პირველი იღვიძებს, ყავასაც ის ამზადებს.
ერთმანეთი ზოგჯერ სპექტაკლზე, კონცერტზე დაპატიჟოთ.
სანამ კერძს მოამზადებდეთ, ან შეუკვეთდეთ, ჰკითხეთ საყვარელ ადამიანს რისი ჭამა ესიამოვნებოდა.
თქვენ შეიძლება დაგავიწყდეთ მისი საყვარელი კერძი, მაგრამ არასდროს დაივიწყოთ ის, რომელსაც ვერ იტანს.
უნდა იცოდეთ დალევის დოზა, თქვენი კი არა, პარტნიორის. და ისიც უნდა იცოდეთ, როცა გადააჭარბებს როგორ ”უშველოთ”.
დაუმეგობრდით საყვარელი ადამიანის მშობლებს.
სელფი ისევე უნდა გადაიღოთ, როგორც შეყვარებულობის პერიოდში იღებდით.
ერთად უყურეთ იუმორისტულ გადაცემებს, ფილმებს და იქ მოსმენილი ფრაზები ცხოვრებაში გადმოიტანეთ.
ეჭორავეთ თქვენს ახლობლებზე.
ხშირად უმასპინძლეთ შინ სტუმრებს.
დაეხმარეთ ერთმანეთს საოჯახო საქმეებში.
ერთად მიღებული შხაპი დროსაც ამცირებს და წყლის ეკონომიაცაა.
შეისწავლეთ ერთმანეთის სხეული, აღმოაჩინეთ ახალ-ახალი ეროგენული ზონები.
სამსახურში ყოფნისას ხშირად ემესიჯეთ, ეჩატავეთ ერთმანეთს.
გაუკეთეთ ერთმანეთს მცირე სიურპრიზები.
ხშირად გაეპრანჭეთ ერთმანეთს.
იშვიათად იჩხუბეთ, თუმცა ჩხუბის შემდეგ შერიგებაც არაა ცუდი.
ნუ გახსენებებთ ერთმანეთის ყოფილებს.
ისე მოიქეცით, რომ დღითი დღე უფრო გაძლიერდეს თქვენი გრძნობები.
კვირაში ერთი დღე გამოყავით, რომელსაც ერთად გაატარებთ, ერთად იგიჟებთ, იმოგზაურებთ.