საკრუიზო გემ World Dream-იდან ევაკუირებულები ინდონეზიის დაუსახლებელ კუნძულზე გადაიყვანეს

საკრუიზო გემ World Dream-იდან ევაკუირებულები ინდონეზიის დაუსახლებელ კუნძულზე გადაიყვანეს

ინდონეზიის მოქალაქეები, რომლებიც საკრუიზო გემ World Dream-ზე იმყოფებოდნენ, სებარუს დაუსახლებელ კუნძულზე გადაიყვანეს. ამის შესახებ გამოცემა Jakarta Post-ი იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, საკარანტინო ზონაში 188 ადამიანი სპეციალური „მცურავი ჰოსპიტალით“, სამხედრო გემების თანხლებით გადაიყვანეს. კუნძულზე ისინი დამატებით სამედიცინო გამოკვლევას გაივლიან. მანამდე კუნძულ სებარუზე ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციის ცენტრი იყო განთავსებული. საკრუიზო გემ World Dream-ზე კორონავირუსი 3 ადამიანს დაუდგინდა. ხომალდის ბორტზე 4 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა.

26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.