უხანიდან სამშობლოში ევაკუირებულ უკრაინის 89 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

უხანიდან სამშობლოში ევაკუირებულ უკრაინის 89 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

უხანიდან უკრაინაში ევაკუირებულ უკრაინის 89 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს პრესსამსახურმა განაცხადა.

„89 ევაკუირებულს, რომლებიც ახლა სანჟაღში კარანტინში იმყოფებიან, კორონავირუსი არ დაუდასტურდა“, - განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.

მისივე თქმით, ევაკუირებული პირების ბიოლოგიური მასალის მოლეკულარულ-გენეტიკურმა კვლევებმა ვირუსი არ გამოავლინა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.