ცოტა ხნის წინ გამოცემამ „Rolling Stone” გაავრცელა ცნობა, რომ გამოჩენილ კინორეჟისორ რობერტ ზემეკისს სერ პოლ მაკარტნიმ ახალი პროექტი შესთავაზა.
მუსიკოსმა რეჟისორს სთხოვა რომ თავის დროზე პოპულარული ანიმაციური სურათი „Yellow Submarine” ხელახლა გადაეღო. ზემეკისმა მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე მოითხოვა.
ცნობილი გახდა, რომ „ფორესტ გამპის“ ავტორმა მაკარტნის წინადადებაზე უარი განაცხადა.
„პოლი დამიკავშირდა და მართლაც საინტერესო იდეა შემომთავაზა. ხანმოკლე ფიქრის შემდეგ მასზე უარი განვაცხადე. ასაკში შევედი და დასვენება მჭირდება. ამის გარდა რიმეიკების დამზადების სასტიკი წინააღმდეგი გახლავართ.
„Yellow Submarine” თავის დროზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. რა უნდა გადავიღო ახალი, რომ წინამორბედს აუცილებლად აჯობოს?“ - განაცხადა რობერტ ზემეკისმა.