როგორ დავამზადოთ ვაშლის ძმარი

როგორ დავამზადოთ ვაშლის ძმარი

ვაშლის ძმარი მრავალი დაავადების მკურნალია. ამ მჟავე სითხის ეშინიათ მიკრობებს, სოკოებს და ბაქტერიებს. სასარგებლოა გაციაების დროს - გახსენით 1  კოვზი ძმარი და ამდენივე თაფლი თბილ წყალში და საღამოს მიიღეთ.

ვაშლის ძმრის აბაზანები სასარგებლოა ფეხის სოკოვანი დაავადების დროს, ასევე ხსნის დაღლილობასაც.

ინგრედიენტები

შაქარი ან თაფლი - 100-200 გ

წყალი - 1 ლ

ვაშლი - 800 გ

ჭვავის პური - 20 გ

მომზადების წესები

ვაშლი დაჭერით (გულს ნუ ამოაჭრით) და გახეხეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპში. მიღებულ ფაფას დაამატეთ გადადუღებული თბილი წყალი, თაფლი ან შაქარი, დუღილის დასაჩქარებლად კი ჭვავის პურის ნაჭერი (ან 10 გ საფუარი).

მომზადების პროცესში ხდება კალიუმის შემცირება, სწორედ ამიტომ უმჯობესია, დაამატოთ არა შაქარი, არამედ თაფლი, რაც კალიუმის დეფიციტს აღადგენს. ტკბილი ვაშლის ძმარს ეყოფა 50 გრამი თაფლი, მჟავე ვაშლისას კი 100 გ

მასა ჩაასხით ფართოყელიან ჭურჭელში, რათა უფრო დიდ ზედაპირზე ურტიერთქმედებდეს ჰაერი. ასე უფრო სწრაფად დადუღდება. ჭურჭელს ძალიან ნუ გაავსებთ, რათა დუღილის პროცესში არ გადმოვიდეს. სასურველია ჭურჭელი იყოს მინის, ხის ან თიხის.

თავღია ჭურჭელი დადგით ბნელ, თბილ ადგილას 10 დღე. დღეში 2-3-ჯერ მოურიეთ. ამ დროის გასვლის შემდეგ სითხე მარლაში გაწურეთ და კვლავ ჩაასხით ფართოყელიან ჭურჭელში. ყოველ მიღებულ 1 ლ სითხეს კვლავ დაამატეთ 50 გ თაფლი, თავზე მარლა გადააფარეთ და კვლავ სითბოში დატოვეთ დაახლოებით 40 დღე.

დუღილი დასრულებულად იტვლება თუ სითხე დაიწმინდა, ღია ფერზე დადგა და აღარ თუხთუხებს. თავზე შესაძლოა მოიკიდოს თეთრი ქაფივით ფენა, რაც საფუარა სოკოს ფენაა და ძმრის დედასაც უწდებენ.

მზზა ძმარი გაფილტრეთ და ჩაასხით სუფთა ჭურჭელში. თავზე მჭიდროდ დაახურეთ. რამდენიმე თვის შენახვის შემდეგ, ძირში შესაძლოა ნალექი გაუჩნდეს. მოხმარების დროს, შეეცადეთ ისე გადმოასხათ, რომ არ აიმღვრეს.