20 წლის ბრუქლინ ბექჰემს, რომელსაც სოციალურ ქსელებში ხშირად უწოდებენ "მექალთანეს", რადგან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მისი სახელი ცნობილი ლამაზმანების გვერდით ხშირად ფიქსირდებოდა, ამჯერად ყურებამდეა შეყვარებული და როგორც ირკვევა, ნიკოლა პელცთან ურთიერთობის გაოფიციალურებაც სურს.
ნიკოლა 25 წლის ამერიკელი მსახიობია, რომელთან რომანი ბექჰემმა ხუთი თვის წინ, მოდელ ჰაან ქროსთან დაშორების შემდეგ გააბა, თუმცა მის ამჟამინდელ გადაწყვეტილებას მშობლების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
ვიქტორია ბექჰემი მიესალმება შვილის გადაწყვეტილებას და როგორც Mirror-ის ცნობილი გამოცემა წერს, მოსწონს პელცის ოჯახური წარმომავლობა და გავლენიანი წრე.
თუმცაღა, დევიდისთვის ეს ყველაფერი ჯერჯერობით აზრს მოკლებულია და თვლის, რომ ბრუქლინისთვის ოჯახის შექმნა ჯერ ნაადრევია.