დავით მარდალეიშვილი: ძალიან მტკივნეულ თემას უნდა შევეხო და წინასწარ გთხოვთ, კომენტარებიც მოზომილად გააკეთოთ!

დავით მარდალეიშვილი: ძალიან მტკივნეულ თემას უნდა შევეხო და წინასწარ გთხოვთ, კომენტარებიც მოზომილად გააკეთოთ!

ფეისბუქ - მომხმარებელი დავით მარდალეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ძალიან მტკივნეულ თემას უნდა შევეხო და წინასწარ გთხოვთ, კომენტარებიც მოზომილად გააკეთოთ! არის საკითხები, სადაც ცენზურაც საჭიროა და "კომუნისტური" პროპაგადაც: რამდენადაც მე ვიცი, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება ასე "უპრაგონოდ", ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება - ისეთისაც კი, რომელიც მეტ ზიანს მოუტანს საზოგადოებას, ვიდრე მისი ინტერესის დაკმაყოფილება და ქვეყნის ვითომ დემოკრატიული იმიჯის მხარდაჭერაა. ვგულისხმობ, დღევანდელ სასამართლოს განაჩენს, რომლის ძალითაც, კალანდიას 11,3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის გამო.

რას გვაძლევს ორი გაუბედურებული, ერთმანეთთან დაპირისპირებული ოჯახის ტელეეთერებში მიწვევა და საჯაროდ, მათი აზრების და ურთიერთბრალდებების გავრცელება?! გარდა იმისა, რომ ამ თემის საზოგადოების განსჯის საგნად გადმოტანა, უზნეობაა, იგი შურისძიების და დაპირისპირების უკიდურესობამდე გამწვავების ძალიან დიდ რისკს შეიცავს. არც ახალგაზრდა თაობისთვის უნდა იყოს მაინცდამაინც სახარბიელო, საქმის დეტალების ცოდნა, მით უმეტეს, რომ მას დაინტერესებული და გამწარებული მხარე მიაწვდის. თანაც, აზრს ვერ ვხედავ, რადგან არ არსებობს, ტოკ-შოუს, თუ სატელევიზიო ეთერის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც, მოწინააღმდეგე მხარეები, ერთმანეთს რაიმეს დაუმტკიცებენ, ან აზრი შეაცვლევინებენ. ბოლოსდაბოლოს, ინფორმაციის უპირველესი ადრესატის - საზოგადოებისთვისაც გაურკვეველი რჩება, რომელი მხარეა მართალი.

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, არასამთავროების ჩართვა და მათ მიერ, საქმის თავისებური ინტერპრეტაცია, რომელიც მეტწილად ხელისუფლების მიმართ ბრალდებებით და პროტესტის დაანონსებით მთავრდება ხოლმე, სხვა არაფერია, გარდა მოსახლეობაში დუღილის ტემპერატურის აწევისა, კონფრონტაციის კიდევ ერთი კერის შექმნისა და ამ კონფრონტაციის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების მცდელობისა. ასეთი თემები არც ისე ბევრია, მაგრამ ჩემი აზრით, სწორედ მათთვისაა ზედგამოჭრილი ბანალური ფრაზები - "დაველოდოთ გამოძიების შედეგებს", "დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას"...

თუკი გამოჩნდება, რომ რომელიმე მხარის უფლებები უსამართლოდ შეილახა, შემდეგ გამობრძანდით, ისაუბრეთ, მიიღეთ მიწვევები სატელევიზიო ეთერებში, ოღონდ აქაც, არა ოჯახის წევრების, არამედ ადვოკატების მონაწილეობა იქნება უპრიანი, რადგან მივიღოთ არგუმენტირებული და არა ემოციებზე დამყარებული კამათი...

 

Katana . სავსებით ვეთანხმები ამ სტრიქონების ავტორს! - დაპირისპირებულ მხარეთა დებატები (რეალურად - სტუდიაში ურთიერთ დატაკების ორგანიზება!) მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება: გარანტირებულ სკანდალს, რომელსაც ასევე გარანტირებულად მოსდევს ამა თუ იმ არხისა თუ გადაცემის რეიტინგის ზრდა!
სამწუხაროდ, ამგვარი სარგებელის მიღების ხიბლი თითქმის ყოველთვის უფრო მაღლა დგას გონიერებაზე.
4 წლის უკან