„ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც ბოლო მოუღო თქვენს სადისტურ და მოღალატე ხელისუფლებას. მან ეს პირველ რიგში გააკეთა ქართველ ხალხთან ერთად, რომელთანაც მისასვლელი პირი არ გაქვთ“

„ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც ბოლო მოუღო თქვენს სადისტურ და მოღალატე ხელისუფლებას. მან ეს პირველ რიგში გააკეთა ქართველ ხალხთან ერთად, რომელთანაც მისასვლელი პირი არ გაქვთ“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

და ამ "პერფორმანსს" აწყობენ ზუსტად ის "უჯიშოთა ჯიშის" წარმომადგენლები, რომლებმაც ხელისუფლებაში ყოფნისას რუსეთს გადასცეს 30-ზე მეტი ეკონომიკურად სტრატეგიული ობიექტი, 125 ქართული სოფელი, 26000 ადამიანი აქციეს ლტოლვილად, უკან შემოაბრუნეს და დააკანონეს საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზები, ქვეყანაში ჰყავდათ ასობით ათასი პრობაციონერი, დახოცეს, გააუპატიურეს და გაძარცვეს ათასობით ადამიანი.

ახლა მე მინდა მათ მივმართო: თუ თქვენ ეგრე გსურთ გეტყვით, რომ დიახ, ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც ბოლო მოუღო თქვენს სადისტურ და მოღალატე ხელისუფლებას, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ მან ეს პირველ რიგში გააკეთა ქართველ ხალხთან ერთად, რომელთანაც თქვენ დღემდე არ გაქვთ მისასვლელი პირი.