საფრანგეთში კორონავირუსით ჰოსპიტალიზირებული ბოლო პაციენტი საავადმყოფოდან გაწერეს

საფრანგეთში კორონავირუსით ჰოსპიტალიზირებული ბოლო პაციენტი საავადმყოფოდან გაწერეს

„საფრანგეთში კორონავირუსით ჰოსპიტალიზირებული ბოლო პაციენტი საავადმყოფოდან გაწერეს“, -ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა განაცხადა.წერს lefigaro.

საფრანგეთში სულ 12 ადამიანი იყო კორონავირუსით ინფიცირებული. აქედან ერთი გარდაიცვალა, ხოლო 11 კი განიკურნა.

„ამ საღამოს, საფრანგეთში კორონავირუსით ერთი პაციენტიც არ არის ჰოსპიტალიზირებული. ბოლო პაციენტი ლიონში იყო ჰოსპიტალიზირებული და ის განიკურნა. მას უკვე შეუძლია სახლში დაბრუნდეს, ვუნაიდან საფრთხეს არ წარმოადგენს“, - განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, საფრანგეთის ტერიტორიაზე ამ ეტაპზე კორონავირუსის იდენტიფიცირებული შემთხვევები არ არის.