27 წლის ამერიკელი მომღერალი და მსახიობი - სელენა გომეზი კვლავ ყურადღების ცენტრშია! ცნობილმა ლამაზმანმა კიდევ ერთი სინგლი სახელწოდებით "Feel me" გამოაქვეყნა, რომელმაც ორ დღეში 2.7 მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა.
ამასთანავე, რა თქმა უნდა, აქცენტი გაკეთდა ტექსტის თემატიკაზეც, რომელიც სენსიტიურობიდან გამომდინარე, ჯასტინ ბიბერთან დრამატულად დასრულებულ ურთიერთობას დაუკავშირეს.
"ყოველთვის, როცა შენი ტუჩები სხვას ეხება, მინდა, რომ მგრძნობდე. სად დაიმალები, როცა ის საკმარისს ვერ მოგცემს ღამეების გასამკლავებლად. პატარავ, რამდენადაც ჩემთან არ ხარ, ყოველთვის მარტო იქნები!," - ჟღერს სიმღერაში.