როგორც იცით, გასულ ღამეს "ჯორჯო არმანის" 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება გაუქმდა და შოუ ცარიელ დარბაზში გაიმართა.
ჩვენებაზე ამერიკელი მოდელები დები ბელა და ჯიჯი ჰადიდებიც უნდა გამოსულიყვნენ.
გოგონებმა მილანი რამდენიმე საათის წინ დედასთან იოლანდასთან ერთად დატოვეს. ბელა უსაფრთხოების მიზნით პირბადით გადაადგილდება.