კორონავირუსი ირანის ყველა ქალაქში გავრცელდა

კორონავირუსი ირანის ყველა ქალაქში გავრცელდა

ახალი კორონავირუსი ირანის ყველა ქალაქში გავრცელდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ირანში კორონავირუსით დაინფიცირების 30 შემთხვევა გამოვლინდა. 4 ადამიანი უკვე გარდაცვლილია.

დაავადების გამოვლენის ყველაზე მეტი შემთხვევა ირანის ქალაქ კუმაშია.