ირანში კორონავირუსი მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გავრცელებული

ირანში კორონავირუსი მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გავრცელებული

ირანის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ კორონავირუსი არა მარტო ყუმში, არამედ ბევრ ქალაქშია გავრცელებული.

„არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თავდაპირველად კორონავირუსი ყუმის ქალაქში დაფიქსირდა, ახლა კი მრავალ ქალაქშია გავრცელებული, მათ შორის: თეირანში, ბაბოლში, არაკში, ისპაანში და სხვა ქალაქებში“, - განაცხადეს სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსი სავარაუდოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გავრცელებული. ირანში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. მათი თქმით, გავრცელებული ცნობები ძალიან „სანერვიულოა“.

ქვეყანაში ოფიციალური ცნობით, ამ დროისთვის კორონავირუსით 5 ადამიანი დაიღუპა. მეზობელმა ერაყმა და თურქეთმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა.