აშშ-მა ირანის სასანქციო სია გააფართოვა

აშშ-მა ირანის სასანქციო სია გააფართოვა

აშშ-მა ირანის სასანქციო სია გააფართოვა, რომელშიც ხუთი ოფიციალური პირი მოხვდა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს.

აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიციის თანახმად, ეს პირები ირანში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ხელს უშლიან.

„დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არ მოითმენს არჩევნებთან დაკავშირებულ მანიპულაციებს, რომელიც ირანის რეჟიმის მავნე დღის წესრიგს ემსახურება. ვაშინგტონის ეს ზომა ააშკარავებს მაღალი რანგის ჩინოსნებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ ირანელ ხალხს თავისუფალი არჩევანის უფლებას არ აძლევენ“, - ნათქვამია აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.

 სასანქციო სიაში მოხვდნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციის გუშაგთა საბჭოს და მასში შემავალი არჩევნებზე დაკვირვების ცენტრალური კომიტეტის წევრები. საპარლამენტო არჩევნები ირანში ხვალ გაიმართება.