ბოსტნეულის ხრაშუნა სალათა მოტკბო-მომჟაო გემოთი - სავსე ვიტამინებით!

ბოსტნეულის ხრაშუნა სალათა მოტკბო-მომჟაო გემოთი - სავსე ვიტამინებით!

ინგრედიენტები

კომბოსტო - 1 პატარა თავი

ჭარხალი - 1 ცალი, საშუალო

სტაფილო 1 ცალი

დიდი ხახვი - 1 თავი

კიტრი - პიკული, რამდენიმე ცალი

ძმარი - გემოვნებით

მარილი - გემოვნებით

შაქარი - ცოტაოდენი

ზეთი - არარაფინირებული

მომზადების წესები

წვრილად დაჭერით კომბოსტო. სტაფილო გახეხეთ მოგრძო ჩხირებად. შეურიეთ კომბოსტო და სტაფილო და ხელით კარგად ასრისეთ. მოაყარეთ მარილი, ცოტაოდენი შაქარი, ძმარი და გააჩერეთ, რომ გაუჯდეს ინგრედიენტები.

შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი კიტრის პიკული, კორეულ სახეხზე გახეხილი ჭარხალი. ასევე გახეხილი ხახვი და დაუმატეთ სალათს.

მოასხით ზეთი, მოაყარეთ მარილი გემოვნებით და აურიეთ. მოათავსეთ სალათა ერთი საათით მაცივარში.