ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ ყოველთვიური ხარჯებისთვის თავის საცოლეს, ჯორჯინა როდრიგესს 96 ათას ევროს აძლევს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი ავრცელებს.
35 წლის ფეხბურთელის საცოლე ამ ფულის ნაწილს რონალდუს სამ შვილზე და მათ საერთო ქალიშვილზე, ალანა მარტინაზე ხარჯავს.
რონალდუ იტალიის ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. მისი წლიური ხელფასი 31 მილიონი ევროა. „იუვენტუსში“ რონალდუ 2018 წლის ზაფხულში მადრიდის „რეალიდან“ გადავიდა. ტურინელებმა მის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადეს.