მომღერალმა ოზი ოსბორნმა ჩრდილოამერიკული ტურნე გააუქმა და პარკინსონის დაავადების მკურნალობას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
71 წლის როკ-მომღერალს პარკინსონის დაავადება ერთი თვის წინ დაუდგინეს, მიმდინარე წლის აპრილში კი ის სამკურნალოდ შვეიცარიაში გაემგზავრება. ოზი ოსბორნის ჩრდილოატლანტიკური ტურნე მაისში, ატლანტაში უნდა დაწყებულიყო.
„სამწუხაროდ, აპრილამდე შვეიცარიაში ვერ გავემგზავრები, მკურნალობა კი 6-8 კვირა გრძელდება. არ მინდა ტურნეს დაწყება, თუ შესაძლებელია, რომ მერე მისი ნაადრევად დასრულება მომიწიოს. ეს მსმენელების მიმართ უსამართლო იქნებოდა“, - განაცხადა ოზი ოსბორნმა.
რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის კონცერტებს, რომლებიც ოქტომბერში არის დაგეგმილი, მათ გაუქმებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.