გია ვოლსკი: „გვახსოვს გენპროკურორი, რომელიც პრეზიდენტის მითითებით წყვეტდა, ვის რა ბიზნესი უნდა „ახეოდა“

გია ვოლსკი: „გვახსოვს გენპროკურორი, რომელიც პრეზიდენტის მითითებით წყვეტდა, ვის რა ბიზნესი უნდა „ახეოდა“

„ჩვენ გვახსოვს ისეთი გენერალური პროკურორი, რომელიც პრეზიდენტის მითითებით წყვეტდა, ვის რა ბედი ელოდა ხვალ, ვის ბიზნესი უნდა „ახეოდა“, ან ღირსება ვის უნდა შერჩენოდა, ან თავისუფლება და ჯანმრთელობა“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ნდობა ასე არ არის, პიროვნებას შეხედო და ნდობა ექნება თუ არა. საქმიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ პროკურატურა იქნება თავის სიმაღლეზე.

საზოგადოებრივი, საერთაშორისო მედია სივრცე იმდენად კრიტიკულია, თუნდაც არასამთავრობოები ავიღოთ, რომ ვერც გენერალური პროკურორი და ვერც სხვა ვერავინ გაბედავს, რომ მიკერძოებულად მიიღოს გადაწყვეტილება. თუ არადა, აგერ გამოჩნდება.

მე ასე მგონია, რომ ყველა თემას, თუნდაც კრიტიკული შეკითხვები რომელზეც დაისვა, უახლოეს პერიოდში უნდა გაეცეს პასუხი,“– განაცხადა გია ვოლსკიმ.