ბრიტანული როკ-ჯგუფის Pink Floyd-ის 76 წლის ვარსკვლავი ნიკ მეისონი ლონდონში საკუთარ სახლს აქირავებს. უძრავი ქონების სააგენტო Sonder-ი მომხმარებელს სახლში ხმაურიანი საღამოების გამართვას სთავაზობს.
Evening Standart-ის ცნობით, ნიკ მეისონის სახლი ხულიგნების სამიზნე გახდა, რის გამოც ცნობილ როკ-ვარსკვლავს მეზობლები უჩივიან. გიფორდ-სტრიტზე მდებარე სახლში მუსიკოსი ადრე ინსტრუმენტებს ინახავდა, შემდეგ კი მოტოციკლების კოლექციას.
ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, მათ წყნარ ქუჩაზე მუსიკოსს დისონანსი შემოაქვს. ის სახლს 2018 წლიდან აქირავებს. მოსახლეობის ცნობით, მუსიკოსის სახლში ერთდროულად 60 ადამიანი შეიკრიბა და ხმაურიანი საღამო გამართა. მოსახლეობა აცხადებს, რომ მათი უბანი ხულიგნების სამიზნედ და ყაჩაღების სამოთხედ იქცა. გამოწვეული ხმაურის გარდა ცოტა ხნის წინ ნიკ მეისონის სახლში ერთ-ერთ საღამოზე კაცი დაჭრეს.