სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

14–16 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის, მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის  სოფელ რიყეში, ჩხორიასა  და რუხში განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის, ჯამში 3116 კოლოფი, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების 6 ფაქტი გამოვლინდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირებს ჩამოერთვათ აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული  აქციზური   მარკების   გარეშე   ტრანსპორტირებული  საქონელი. ამასთან,  5 ფაქტზე  ( ჯამში, 1 116 კოლოფი უაქციზო სიგარეტის ტრანსპორტირება) საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით, შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა, ხოლო 2 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტის ტრანსპორტირების ფაქტზე,  სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.