სალვადორში ავტოკატასტროფას 11 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც

სალვადორში ავტოკატასტროფას 11 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც

11 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა სალვადორში მომხდარი ავტოკატასტროფის დროს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მგზავრებით სავსე ავტობუსი ხრამში გადავარდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი ლა-ლიბერტადის რაიონში მოხდა.

ბოლო მონაცემებით, ჰოსპიტალში 22 ადამიანი გადაიყვანეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის 6 ბავშვია. ინციდენტის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.