გია ვოლსკი ოპოზიციის პერფორმანსზე: ძალიან შემაძრწუნებელი იყო

გია ვოლსკი ოპოზიციის პერფორმანსზე: ძალიან შემაძრწუნებელი იყო

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის პერფორმანსი „ძალიან შემაძრწუნებელი იყო“.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ბევრი ადამიანი გააუბედურეს და დღეს ისე იქცევიან, თითქოს „დემოკრატიის ერთადერთი მაძებრები“ არიან.

„ძალიან შემაძრწუნებელი იყო, რასაც ვუყურე. ადამიანები არიან იმ პოლიტიკურ ძალაში, თვითონ არ ჩაუდენიათ, მაგრამ სისხლი დაღვარეს, ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი გააუბედურეს და დღეს ისე იქცევიან, გეგონება დემოკრატიის ერთადერთი მაძებარები არიან, თანაც ევროპის ეგიდით. ეს არის სირცხვილი”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უსმენენ, ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით შევიდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა.