ზუკა ბერძენიშვილი არის ნაცების რევანშის სახე, შხამით სავსე ახალგაზრდა - ადვოკატი თინათინ ტომარაძე ლაშა ტალახაძიასა და ზუკა ბერძენიშვილის დაპირისპირებაზე საუბრობს.
"ამისთანას თუ ჩაუვარდა ხელში ხელისუფლება, ის იმოქმედებს, როგორც ხალხის დაუძინებელი მტერი, რომელიც ცდილობს აუხირდეს მსოფლიო ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს. თუ ვინმესთან უნდა ჰქონდეს პრეტენზია ზუკას, თავის მამასთან, დავით ბერძენიშვილთან და ბიძასთან ლევან ბერძენიშვილთან. ისინი აწყობდნენ ფოტოსესიებს ტირან შევარდნაძესთან, იყვნენ მისი ტირანიის მსახურები და გვერდში ედგნენ ქართველი ახალგაზრდების მკვლელებს – ჯაბა იოსელიანს და თენგიზ კიტოვანს, ჰოდა, მამაშენი და ბიძაშენი ამხილე, ცოდვების მთელი ბუკეტი რომ აქვთ ჩამოკიდებული", - განუცხადა ტომარაძე "ალიას"