აფხაზეთის ომის ვეტერანი დავით ახრახაძე სოციალურ ქსელში წერს
ნამდვილი ამბავი....
იმერეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში ერთი სამტრედიელი ვეტერანი მიიყვანეს, ინსულტით და მძიმე მდგომარეობაში... მოკლედ, ოპერაცია, თუ რაღაც მოუწია გულზე და ცოტა ხანში კი პალატაშიც გადაიყვანეს, ამ საავადმყოფოში ვეტერანებისთვის ცალკე პალატები აქვთ და განსაკუთრებული ყურადღებით და პატივისცემით ექცევიან(კლინიკის დირექტორიც ვეტერანია) ...
მოკლედ, გადაიყვანეს ეს ვეტერანი პალატაში, სადაც ასევე სხვა, მგონი- გურული ვეტერანი იწვა და ისიც ეტყობა, ახალი გამოსული იყო ნარკოზიდან, ან რაღაც რაა..... ცოტა რომ მოვიდენ აზრზე და კარგად რომ შეათვალიერეს ერთმანეთი.... აი, იქ ამბავი ატყდააა.......
მოკლედ, საქმე ისე იყო, რომ, როგორღაც ორივენი ომში ერთად ყოფილან და მერე მათი გზები დაიკარგა, ორივეს ერთმანეთი ომში დაღუპული გონებიათ და უკვე გამოგლოვილიც ყოლიათ ერთმანეთი, (ნადვილად მკვდარი გონებიათ ერთმანეთი).... ჯერ ხომ ამ ნარკოზიდან ამ ძლივს გადარჩენილ და ნანარკოზები სახეებით კარგა ხანს ბოთეებივით უყურებდნენ ერთმანეთს, მერე უკვე შიშმა შეიპყრო ორივე, საიქიოში ეგონათ თავი და..... ცოტა აზრზე მოსვლის მერე საავადმყოფოს მთელი მედპორსანალი რამდენიმე წუთი მარტო ''ცოცხალი ხარ, შენი.. და მართლა ცოცხალი ხარ, შენი..ის'' უსმენდნენ თურმე..... ნახევარი ექთან-ექიმები ტიროდნენ და ნახევარი - სიცილისგან ჩაბჟირებული იყო.
გეფიცებით, ნადვილად ასე მოხდა.....