არსებობს ასეთი გამოთქმა: "ნუ იტყვით, რომ ცუდი დღე გაქვთ; თქვით, რომ ეს ცვალებადი ხასიათის მქონე დღეა".
თქვენ უნდა გაუმკლავდეთ რთულ სიტუაციებს და გადალახოთ ყოველგვარი ნეგატივი.
ყველას შეუძლია პოზიტიური დამოკიდებულების შენარჩუნება და დიდებული საქმეების კეთება, როდესაც ის ჯანმრთელია, როდესაც გადასახადებს დროულად იხდის და ყველაფერი ნორმალურად მიდის.
თუმცა, როცა რთულ პერიოდთან გვაქვს საქმე და გვიუარესდება ჯანმრთელობა ან ფინასნური პრობლემები გვაქვს, ცხადია, სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგებით.
აქვე ჩნდება კითხვა, როგორ გავიუმჯობესოთ ცხოვრება?
აღიდგინეთ გონებაში თქვენი ოცნებები და მიზნები
თუ სირთულეებს გადააწყდებით, შეეცადეთ, გაიხსენოთ თქვენი ოცნებები და მიზნები. თქვენი ოცნებები არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ახლა აქ ხართ. მიზანი, რომელსაც თქვენ თავად დააწესებთ, არის თქვენი წინსვლის მოტივაცია. ასე რომ, როდესაც ყველაფერი რთულადაა, შეეცადეთ, უფრო მეტი დრო გაატაროთ იმაზე ფიქრში, როგორ მოახერხოთ ოცნებების რეალიზება.
გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენი ოცნება საკმარისად მომხიბლავად არ გამოიყურება და მთელი გულით არ გსურთ მისი ასრულება, დიდი შანსია, ისევ დაივიწყოთ.
თუ გრძნობთ, რომ არ აპირებთ დანებებას, გაიხსენეთ მთავარი მიზანი, რა შედეგი გსურთ, რომ დადგეს საბოლოოდ და ეს შესაძლოა დაგეხმაროთ, როცა დასაცემად განწირული იქნებით.
უკან დახევა
შეიძლება ერთი შეხედვით უცნაურად ჩანდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ზოგჯერ უკან დახევა აუცილებელია.
არსებობს ისეთი სიტუაციები, რომლებშიც გამოსავალს მარტივად ვერ ვპოულობთ.
იცოდით, რომ ერთ-ერთი ცნობილი ჩინელი მილიარდერი ჯეკ მა ყოველთვის ცდილობს, რომ დააღწიოს თავი იმ პრობლემას, რომელთან გამკლავებაც გაუჭირდება?!
ის შემდეგ რამეს ამბობს: "თუ პრობლემის მოგვარება არ შეგიძლია, უბრალოდ შეეშვი".
როდესაც ის პრობლემას შეეშვება, ხანმოკლე დასვენების შემდეგ უფრო მარტივად ხვდება, როგორი გადაწყვეტილების მიღება სჯობს.
დააკვირდით პროგრესს და დაითვალეთ გამარჯვებები
იმის ნაცვლად, რომ საკუთარი თავი დაიდანაშაულოთ, გადახედეთ თქვენს თითოეულ გამარჯვებას ცხოვრებისეულ გზაზე.
გაიხსენეთ, რამდენი რამ გაგიკეთებიათ. განა ეს ყოველივე იღბალთან კავშირში არ იყო?
სირთულეებით გაძლიერება
პრობლემები, წარუმატებლობა, უკმაყოფილება და ზოგადად, რთული პერიოდი - ხშირად არსებობს. ეს იმისთვის, რომ გაიზარდოთ.
თუ ჯოან როულინგს ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვა გაუჭირდებოდა, ალბათ, არასდროს გამოუვიდოდა წიგნის დაწერა ახალგაზრდა ჯადოქრის შესახებ, სახელად ჰარი პოტერი. წარმატებული ადამიანები წარმატებას რთული პერიოდის გადალახვის ხარჯზეც აღწევენ.
ისწავლეთ წვიმაში ცეკვა...
თქვენ უნდა აღიქვათ სირთულეები, ისე, როგორც ცხოვრების ერთ-ერთი ნაწილი. თქვენ გჭირდებათ ისინი, რადგან დაგეხმარებათ იმაში, რომ უკეთესი გახდეთ. მაგალითად, ჭუპრს მოუწევს რთული პროცესის გავლა, სანამ ლამაზ პეპლად გადაიქცევა. იგივე ხდება შენს ცხოვრებაში და აუცილებელია, პროცესით ტკბობა ისწავლო.